COVID-19 საქართველოში – 29 აპრილის მონაცემები

© AP Photo / Matias Delacroixპანდემია. ტესტირება კორონავირუსზე
პანდემია. ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29.024 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,94%, ბოლო 14 დღის – 4,54%, ბოლო 7 დღის – 4,72%.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.433-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 308.834-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 289.976 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.160), გარდაიცვალა – 4.095 (ბოლო 24 საათში – 18), კარანტინის რეჟიმშია 217, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.765 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 718 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29.024 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.18, PCR–ტესტით – 17.839.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,94%, ბოლო 14 დღის – 4,54%, ბოლო 7 დღის – 4,72%.

ამჟამად სულ აცრილია 43.568 პირი, ერთ დღეში აცრილია 1.767 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0