საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
მედიკამენტების საკუთარი ლაბორატორია საქართველოს საშუალებას მისცემს, ადგილზე გააკონტროლოს სამკურნალო პრეპარატების ხარისხი და მათი შესატყვისობა საერთაშორისო სტანდარტებთან

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოში იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

რატომ ძვირდება პანდემიის დროს საქართველოში წამლები და სამედიცინო მომსახურება?>>

წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია ბიუჯეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მედიკამენტების ხარისხის შესამოწმებლად საქართველოს დღემდე ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა უწევს, რაც დაკავშირებულია როგორც დროის დაკარგვასთან, ისე გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან.

„მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოების და ეფექტიანობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს პირველად გაიცა GMP სერტიფიკატი, რომელიც ფარმაცევტული წარმოების უმაღლეს საერთაშორისო შეფასებას ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ, დღეს არსებული მოცემულობით, ქვეყანაში არსებული ფარამაცევტული საწარმოო თუ სადისტრიბუციო გარემოს უმეტესი ნაწილი აღნიშნულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP ინსპექტირების პროცესი გახდება მეტად ინტენსიური, რასაც აუცილებლად მოჰყვება სათანადო პროპორციული ზომები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
ტიკარაძე: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ახალ რეფორმაზე მუშაობა დასრულდა

GMP პრაქტიკა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გახდეს ფარმაცევტული ინსპექციების თანამშრომლობის სისტემის“ (PIC\S) წევრი, რომელშიც წარმოდგენილი არიან მედიკამენტების უმაღლესი ხარისხის სტანდარტების მქონე ქვეყნები. ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გაერთიანების წევრობით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგმება მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფისკენ. უფრო მეტიც, გაიზრდება ეროვნული წარმოების მედიკამენტების საექსპორტო შესაძლებლობები.

„სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ფარმაცევტულ სექტორთან, რათა ერთობლივად შევძლოთ როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესის ინტერესების განხორციელება“, – აღნიშნა მინისტრმა.

GMP/GDP–ს დანერგვით საქართველო აღიარებს ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის კონტროლის ევროკავშირის სტანდარტებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

ყველა ახალი ამბავი
0