თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლეტალობის შემთხვევები რუხის საავადმყოფოში დაფიქსირდა – 90 წლამდე ქალი ჩხოროწყუს, 53 წლის მამაკაცი კი სენაკის მუნიციპალიტეტეტის მკვიდრია.
გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 260 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 26-ის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 149 კოვიდ-პაციენტი გადის – 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 37 კოვიდ-პაციენტი, აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 26 პაციენტია მოთავსებული, სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 48 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.551-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 307.401-ს მიაღწია.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია