Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პრობლემას საცხოვრებელი ფართი იწვევს...“ - როგორი ურთიერთობა აქვს ანა დოლიძეს დედამთილთან

© Photo: Anna Dolidze / FBანა დოლიძე
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
პოლიტიკოსი ანა დოლიძე ბოლო პერიოდში თავისი პირადი ამბების გამო მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ...

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე, 8 მარტს მეორე შვილის, კრავაის დედა გახდა. მეორე შვილის გაჩენამ პოლიტიკოსი ბევრ რამეზე დააფიქრა. მისი თქმით, ის მთელი შეგნებით ემზადებოდა დედობისთვის.

„ჩემი გოგონა უმშვიდესია. მხოლოდ მაშინ ტირის, როცა შია. ზოგადად ძალიან მშვიდი და ბედნიერი ბავშვია. ყველაზე მეტად მიყვარს კვების პროცესი, ეს მომენტი ყველაზე საუკეთესოა დედასა და შვილს შორის“, – ამბობს ჟურნალ `სარკესთან“ ინტერვიუში ანა დოლიძე.

მისი თქმით, კრავაის მოვლაში ძალიან არის ჩართული მისი მეუღლე და გრაფიკი აქვთ შემუშავებული, რომ რიგრიგობით გამოიძინონ. კითხვაზე, როგორი ურთიერთობა აქვს დედამთილთან და რატომ არის საქართველოში რძალ-დედამთილობის პრობლემა, პასუხობს, რომ ყველა პრობლემას ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებს.

„ყველა პრობლემას რესურსების ნაკლებობა იწვევს, ეს არის საცხოვრებელი ფართი. ერთ პატარა სივრცეში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს უჭირთ თანაცხოვრება. ასევე დიდ პრობლემას ქმნის უფინანსობა. ბევრი ოჯახის პრობლემა სწორედ ამ ორი ფაქტორიდან მოდის. ჩემი დედამთილიც და დედაჩემიც ძალიან მეხმარებიან. სულ გვერდში მიდგანან“, – ამბობს ანა დოლიძე.

ანა დოლიძეს პირველი ქორწინებიდან მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან ვაჟი, ანდრო ჰყავს, ახლა კი, 40 წლის ასაკში, მეორედ დაქორწინდა. ჯვრისწერა ვიწრო წრეში უკვე შედგა, თუმცა წყვილს სუფრა არ გაუწყვია – პანდემიის გამო.

ყველა ახალი ამბავი
0