ქეთა თოფურია და ლევ დენგოვი

ასე ანებივრებს ლევ დენგოვი ქეთა თოფურიას - ფოტოები სოციალური ქსელიდან

996
(განახლებულია 16:02 28.04.2021)
წყვილი, რომელიც რამდნემე თვის წინ დაქორწინდა, როგორც ჩანს, ერთად არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. ქეთამ ბიზნესმენის საჩუქრის ფოტო გამოაქვეყნა

მომღერალი ქეთა თოფურია და მისი რჩეული ლევ დენგოვი უკვე რა ხანია, როგორც წყვილი, ყურადღების ცენტრში არიან. ქეთა მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ფორმაში მალევე ჩადგა და ჩვეულ დახვეწილ სტილს არ ღალატობს. ქეთა და მისი რჩეული ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად არ აქვეყნებენ.

მომღერალი არ მიეკუთვნება იმ ქალბატონების სიას, რომლებსაც თითოეული საჩუქრის სოციალურ ქსელში გამოფენა უყვართ, თუმცა ლევის მიერ მირთმეულ საჩუქრებს თითქმის ყოველთვის ასაჯაროებს. ამჯერად მომღერალს ქმარმა ბრილიანტის საყურეები აჩუქა.

ბრილიანტები როგორც ჩანს, ლევ დენგოვს ძალიან უყვარს. დაბადების დღეზე მეუღლემ ქეთას ასევე ბრილიანტის სამაჯური აჩუქა. წყვილი იანვარში ვაჟის მშობლები გახდნენ. ახალშობილს ადამი დაარქვეს.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Beridze (@nucacuca)

წყვილმა გასული წლის მიწურულს იქორწინა. პანდემიის გამო მომღერალმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც სტუმრები მხოლოდ ერთი სუფრის ირგვლივ შეიკრიბნენ. გამორჩეულ ადამიანებს შორის მოხვდნენ ქეთას უახლოესი მეგობრები, რუსეთში მცხოვრები დიზაინერი არტურ არუთინოვი, ფოტომოდელი მიმი შელია, ასევე დიზაინერი ლიკა ალადაშვილი, ქეთას დედა და ქეთას ბავშვობის მეგობარი ნუცა ბერიძე, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობს.

996
თემები:
ქართველი სელებრითები (285)
საპატრულო პოლიცია ავტობანზე

უკვე მეხუთე დღე: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება

9
(განახლებულია 18:54 08.05.2021)
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკური კრიზისის, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების პირობებში ოჯახების ელემენტარული რჩენისთვის ხელფასები არ ჰყოფნით

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები უკვე მეხუთე დღეა, არ მუშაობენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.

400–მდე მუშის გაფიცვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მიმდინარეობს, სადაც გზის მონაკვეთის მესამე სატრანსპორტო კვანძია.

„კომუნიკაციაც არა გვაქვს, ვერ გვაგებინებენ, ვერ ვაგებინებთ, თარჯიმანი არის, მაგრამ ოფისშია, ობიექტებზე არ არის. რამე რომ დაგავალოს უფროსმა, ვერ გაიგებ. ძალიან გვიჭირს ასე. დაბალი ხელფასები გვაქვს და გაზრდას მოვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ბექა ციკორიშვილმა.

აქციის მეორე მონაწილე სერგო გელაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი – დღიური ხელფასის 30%–ით გაზრდა და შრომითი უსაფრთხოების დაცვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არც გვირაბებში, არც ხიდებზე არანაირი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ახორციელებს. 

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება>>

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი თბილისი–არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა–თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

9
ყურანი

მუსლიმ სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნი გადაეცათ

16
(განახლებულია 17:29 08.05.2021)
ყურანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიბეჭდა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თავდაცვის ძალების მუსლიმ სამხედრო მოსამსახურეებს ყურანის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ყურანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიბეჭდა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.

სენაკში, დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებისთვის ყურანის გადაცემის ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე დაესწრნენ.

ყურანის გადაცემის შემდეგ მუფთმა სამხედრო მოსამსახურეები დალოცა, მოახლოებული რამადან ბაირამი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მინიატურული ყურანი საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია.

სამინისტროს ინიციატივით, თავდაცვის ძალების მართლმადიდებელ ქრისტიან სამხედრო მოსამსახურეებს გიორგობის დღესასწაულზე უკვე გადაეცათ მინიატურული წმინდა წიგნები „ახალი აღთქმა“. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის.

ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას - 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების - ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი.

16
თემები:
საქართველოს თავდაცვა