შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Facebook / Shalva Natelashviliშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება და მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადის.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

სცენა „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთ–ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
„ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნათელაშვილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობის კურსს სახლში გადის.

„ძვირფასო მეგობრებო, დამიდგინდა კოვიდი. პროცესი მიმდინარეობს მსუბუქად. ვარ ორკვირიან იზოლაციაში და ვმუშაობ სახლიდან. ყველა ძალიან მენატრებით და მიყვარხართ“, – დაწერა შალვა ნათელაშვილმა.

საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღის ეტაპზეა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 1.551 შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია 307 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 288 ათასზე მეტი. გარდაიცვალა 4.077 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0