ტურისტები ანკარაში

საქართველოს საელჩო თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს: ლოკდაუნის დეტალები

138
თურქეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ქვეყანაში 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადების შესახებ.

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ანკარაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური მოქალაქეებს მოემსახურება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტის წინასწარი ჩანიშვნის გზით, იუწყება თურქეთში საქართველოს საელჩო

დიპლომატიური სამსახური თავის მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ზღუდავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, თურქეთში 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული „ლოკდაუნი“ გამოცხადდა.

საელჩოს ცნობით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ 29 აპრილის 19:00 საათიდან 17 მაისის 05:00 საათამდე.

აღნიშნულ პერიოდში, დახურული იქნება ყველა სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, გარდა აფთიაქებისა, მარკეტებისა და სხვ. კაფე-ბარები, რესტორნები და სხვა კვების ობიექტები იმუშავებენ მხოლოდ გამოძახების/ადგილზე მიტანის რეჟიმში.

სურსათის ქსელური მაღაზიები, იმუშავებენ ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-17:00 საათებში. ამასთან, მოქალაქეები გადაადგილებას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში შეძლებენ.

საელჩოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ასევე იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი) საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვის აღება შეუძლიათ e-Devlet სისტემიდან და/ან ALO 199 ცხელი ხაზის საშუალებით. მგზავრობისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს ე.წ. HES-კოდი.

ამასთან, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას უცხო ქვეყნების მოქალაქემ უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა და შეავსოს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა

თურქული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ქვეყანაში ტურისტული მიზნით მყოფ უცხოელებზე. ხოლო უცხო ქვეყნის ყველა ის მოქალაქე, ვისაც გააჩნია თურქეთის ტერიტორიაზე ბინადრობის ნებისმიერი სახის მოწმობა, ვალდებულია დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ზემოაღნიშნული წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4.667.281 კაცი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 38.711 პაციენტი.

 

 

138
სასწრაფო დახმარება

სამეგრელოში კორონავირუსს 79 წლამდე ქალი ემსხვერპლა

9
(განახლებულია 14:00 18.05.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 110-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი რვა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სამეგრელოს–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა,  იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.  

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლამდე ქალი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 161 კოვიდ-პაციენტი გადის, 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი,  „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

9
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
კესარია აბრამიძე

„ჩემ ცხოვრებაში პირველად ვარ ბაზრობაზე“ - ფერმერი კესარია სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

16
(განახლებულია 13:33 18.05.2021)
წარსულში ფერმერი და ახლა ეროტიკული ფოტოსესიების მოყვარული ფოტომოდელი მეორე ნახევართან ერთად თბილისის ერთ-ერთ ბაზარს ეწვია. სახალისო ვიდეო კესარიამ თავად გამოაქვეყნა

რამდენიმე კვირაა, რაც ცნობილი მოდელი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ საყვარელ მამაკაცს აღარ მალავს. კესარია აბრამიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სრულფასოვანი ქალია. მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ, ხოლო სასქესო ორგანოსი ოთხი წლის წინ გაიკეთა და პასპორტშიც სქესი შეიცვალა.

 

მაია ასათიანის გადაცემა „პროფილში“ ცნობილმა ტრანსგენდერმა ქალმა კესარია აბრამიძემ საქმრო გამოაჩინა. გადაცემის ანონსის ვიდეოდან ვიგებთ, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს და ახლა კესარია, სავარაუდოდ, მალე გათხოვდება კიდეც.

ამჯერად, ფოტომოდელი და მისი რჩეული თბილისის ბაზარში გადაწყვიტეს ვაჭრობა. კესარიამ ხელიდან მომენტი არ გაუშვა და სახალისო ვიდეო გადაიღო. ყოფილი ფერმერი საჯარო სივრცეში სასურველ მამაკაცთან ერთად გამოჩენას თავს აღარ არიდებს. „ვაიმე, ცოტა პომიდორი ვიყიდოთ და ცოტა მარწყვი, ლიმონი. ჩემ ცხოვრებაში პირველად ვარ ბაზრობაზე“,- ამბობს კესარია სექსუალური ხმით.

აღარავინ დავობს, რომ კესარიას უამრავი ქალბატონი ბაძავს და ცდილობს პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს, რათა მას დაემსგავსოს. უმშვენიერესი ქალბატონი, თავის მხრივ, ყველას მოუწოდებს ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებისკენ.

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს მუდამ პასუხობს. კესარია აბრამიძე რამდენიმე წლის წინ დაშორდა შეყვარებულს, რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც სამი წელი იცხოვრა. მისი თქმით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ ერთმანეთი ამოწურეს. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია.

16
თემები:
ქართველი სელებრითები