„დიდი წუხილით გემშვიდობებით“- საქართველოში კახი კავსაძის გარდაცვალებას გლოვობენ

© photo: Sputnikკახი კავსაძე საკუთარი პერსონაჟის, აბდულას ფონზე (ფილმი "უდაბნოს თეთრი მზე")
კახი კავსაძე საკუთარი პერსონაჟის, აბდულას ფონზე (ფილმი უდაბნოს თეთრი მზე) - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
გამოჩენილი ქართველი  მსახიობის, კახი კავსაძის როლები სამუდამოდ აღიბეჭდება ქართველი მაყურებლის  მეხსიერებაში.

 

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველი პირები გამოჩენილი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ. 

კახი კავსაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
კახი კავსაძე გარდაიცვალა

85 წლის კახი კავსაძე დღეს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა.

„ბატონო კახი! დიდი წუხილით გემშვიდობებით“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე. მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში“, - დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.

ოჯახს და ახლობლებს კავსაძის გარდაცვალება მიუსამძიმრა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„კაცი, რომელმაც არა მარტო თავისი არაჩვეულებრივი როლებით და არტისტიზმით, არამედ უპირველესად საკუთარი ღირსებით, პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა. ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაქალაქელებისთვის. ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას“, - დაწერა Facebook–გვერდზე კალაძემ.

ათწლეულების განმავლობაში კახი კავსაძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

ყველა ახალი ამბავი
0