„ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Stringerსცენა „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთ–ოფისთან
სცენა „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთ–ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
აკაკი მინაშვილი ოპოზიციური პარტიის ერთადერთი პოლიტიკოსი არაა, ვინც კორონავირუსით დაინფიცირდა – ვირუსი პარტიის კიდევ ერთ წევს გამოუვლინდა

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს აკაკი მინაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, პოლიტიკოსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის თვითიზოლაციაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
თინა ხიდაშელი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა

პარტიაში კიდევ ერთი ინფიცირებულია – პაატა პატარაია. ის კოვიდ–სასტუმროში გადავიდა. მისი მდგომარეობაც ფასდება, როგორც დამაკმაყოფილებელი.

საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე–ღამეში ინფიცირების 1.578 შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია 305 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 287 ათასზე მეტი. გარდაიცვალა 4.060 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0