COVID-19 საქართველოში – 27 აპრილის მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია. სასწრაფო დახმარების მანქანა
ეპიდემია. სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 27.373 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 4,19%, ბოლო 7 დღის – 4,48%.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 305.850-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 287.938 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 909), გარდაიცვალა – 4.060 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 222, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.644 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 694 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 27.373 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13.217, PCR–ტესტით – 14.156.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 4,19%, ბოლო 7 დღის – 4,48%.

ამჟამად სულ აცრილია 40.095 პირი, ერთ დღეში აცრილია 1.552 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0