სოფო ბედია

„ძალიან ცუდ დღეში ვართ...“ რა შეემთხვა სოფო ბედიას?

641
(განახლებულია 21:42 26.04.2021)
სოციალურ ქსელში ცნობილ წყვილს – სოფო ბედიას და მის მეუღლეს მიშა მესხს ხშირად განიხილავენ. ნახეთ რა აწუხებს მომღერალს.

მომღერალი სოფო ბედია მუდმივად აქტუალურია. „პრაიმამბებთან“ ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ახლა მთლიანად ქმარზეა ფინანსურად დამოკიდებული.

View this post on Instagram

A post shared by Sopo Bedia (@sopobedia)

მისი თქმით, შოუ-ბიზნესი საქართველოში კორონამდეც არ ყვაოდა, თუმცა მაინც დადიოდა გასტროლებზე, მღეროდა ივენთებზე და არასდროს დაუწუწუნია. „გაჭირვებული ადამიანები უფრო ცუდ დღეში ჩავარდნენ, ყოველთვის ვეხმარებოდი მათ. ახლა ჩემი სფერო გაჩერდა, ძალიან ცუდ დღეში ვართ, არანაირი რეალიზება ჩვენ არ გვაქვს. ამ ეტაპზე მიშაზე ვარ ფინანსურად დამოკიდებული“, – ამბობს სოფო.

View this post on Instagram

A post shared by Sopo Bedia (@sopobedia)

მომღერლის თქმით, მას შემდეგ, რაც მიშა მესხი საკრებულოს დეპუტატი გახდა, ცდილობს ქვეყნის შენებაში პატარა აგური დადოს. როგორც ადამიანი და პიროვნება, ახლა უფრო დაკავებულია და ისიც მაქსიმალურად უდგას გვერდით.

სოფო ბედიასთვის მიშა მესხი მეორე მეუღლეა. წყვილს შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს. წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ერთად ჩნდება და ძალიან ბედნიერ წყვილად ითვლება.

 

641
თემები:
ქართველი სელებრითები (323)
ახალი სკვერი თბილისში

კერძო ავტოფარეხების ნაცვლად ახალი სკვერები მოეწყო

11
(განახლებულია 14:54 18.05.2021)
ხმალაძის განმარტებით, მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

 

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისში 446 კერძო ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი გაშენდა, განაცხადა თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ ქალაქში  ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე. 

ხმალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ მთლიანი ქალაქისთვის „ერთი გადაწყვეტილებით შეიძლება შექმნა ურბანული სიკეთე“.

 „მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზით და გამგეობების აქტიური მუშაობის შედეგად, ავტოფარეხები სკვერებით ჩანაცვლდა“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, პროექტის ფარგლებში თბილისში დამატებით 4 მლნ კვადრატული მეტრის ფართობს მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი და განისაზღვრა ხუთი ახალი საპარკე არეალი.

დედაქალაქის მთავრობისთვის რეკრეაციული ზონების შექმნა და აღდგენა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო სამი წლის მანძილზე თბილისში არაერთი პარკისა და სკვერის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. სულ ახლახანს მერიამ ორი მასშტაბური პროექტის – ვაკის პარკის განახლებისა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობის განხორციელება დაიწყო.

11
თემები:
თბილისის მერია
ახალგაზრდა პირბადით

როდისაა მოსალოდნელი კორონავირუსის მეოთხე ტალღა საქართველოში ექსპერტის მოსაზრება

47
(განახლებულია 13:36 18.05.2021)
გიორგი ფხაკაძის აზრით, ზაფხულში ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა. მაისის ბოლოს მესამე ტალღა უკან დაიხევს, ხოლო სექტემბერში პანდემიის მეოთხე შემოტევას უნდა დაველოდოთ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. კორონავირუსის მეოთხე ტალღას საქართველოში უკვე სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, მიიჩნევს საერთაშორისო ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.

გამყრელიძე: საქართველოში პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა>>

ის ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოს მესამე ტალღის პიკი შენელდება და ეს ძალიან კარგია.

ფხაკაძის თქმით, ზაფხულში დავისვენებთ და ენერგიას მოვიმარაგებთ, მაგრამ ვირუსი არსად წავა. უნდა მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა იქნება, აღნიშნა მან.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მეოთხე ტალღას იმ შემთხვევაში ავარიდებთ თავს, თუ მოსახლეობის 70% იქნება აცრილი.

საქართველოში გასულ დღე–ღამეში ინფიცირების 1.562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია; სულ გამოჯანმრთელდა 312.349ადამიანი, გარდაიცვალა – 4.499.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. მას მოსდევს აჭარა და იმერეთი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში აიცრა 93.305 ადამიანი, ხოლო სრული ვაქცინაცია ჩაუტარდა 15.077 მოქალაქეს.

47
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები