პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

37
(განახლებულია 17:10 26.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.116 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 107 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 880 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 129 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

37
ლეპტოპი

„წამიერი ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი...“ - 8 წლის გოგო საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა

22
(განახლებულია 13:41 18.05.2021)
სასოწარკვეთილი დედა სოციალურ ქსელში საშინელ ინფორმაციას ავრცელებს. ნახეთ რა შეემთხვა ძაღლების გასასეირნებლად წასულ დედა-შვილს

8 წლის გოგო ღია საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, რის შედეგადაც ხელისა და ფეხის არეში ტრავმა მიიღო. შემთხვევა თბილისში მოხდა. ინფორმაციას და ფოტომასალას თავად გოგონას დედა ავრცელებს სოციალურ ქსელში.

როგორც დედა წერს, მან და მისმა გოგონამ ძაღლები ჩაიყვანეს სასეირნოდ, სეირნობისას კი ის ძაღლებს გაეკიდა, უცებ ყვირილი მოესმა და შვილი გაქრა. „მოვკვდი, ათასმა ფიქრმა გამიარა თავში. როგორ ჩაეკიდა სიღრმეში ბავშვი და რას ახლაც ვერ ვხვდები ძლივს ამოვიყვანე. ახლაც თვალებში მაქვს 7-8 მეტრის სიღრმეზე სიბნელე და წყლის ჩხრიალი თუ როგორი დინებით მიდიოდა. ღმერთს მადლობა რომ ბავშვი მოეკიდა რაღაცას. არ ვიცი ახლაც ვერ ვიხსენებ თუ რა და როგორ მოხდა წამებში მხოლოდ ჩუმი ყვირილი და ის ბნელი სიღრმე და წყლის ხმა ჩამესმის“, - წერს ქალი.

მისი თქმით, ბავშვს სულ დალურჯებული აქვს კიდურები, რომელსაც გადაიტანს, თუმცა იმ შოკს არა, რაც გადაიტანეს.

„დავრეკე მერიაში დავრეკე დასუფთავებაში, არსაიდან არანაირი გამოხმაურება. ძლივს ავწიე ის იმსიმძიმე თავსახური და ნახევრამდე მივაჩოჩე და ნახევრად დავაფარე იქვე ხალხმა დაფარა შემდეგ და უცებ ამოვედი სახლში ბავშვისათვის რომ მიმეხედა. ძალიან მაინტერესებს, ვისაც ეს სფერო ეხება, რატომ არ აკონტროლებენ? რატომ არის საკანალიზაციო ჭები ღია, იქ სადაც ბავშვები სეირნობენ რატომ? ძაღლი, კატა არ დაიარება?“ – წერს მოზარდის დედა.
22
სასწრაფო დახმარება

სამეგრელოში კორონავირუსს 79 წლამდე ქალი ემსხვერპლა

15
(განახლებულია 14:00 18.05.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 110-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი რვა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სამეგრელოს–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა,  იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.  

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლამდე ქალი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 161 კოვიდ-პაციენტი გადის, 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი,  „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

15
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები