თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 26 აპრილს

69
(განახლებულია 14:38 26.04.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახახლების X კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ კვარტლების, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ავეტიკ ისაკიანის, ავშნის, ნუშის, მონადირის, ვახტანგ ფირცხალავას, გიორგი ავალიშვილის, ანტონ II და ნიკოლოზ ჯანაშიას ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღვინის აღმართის, იორის, ისნის, მეტეხის, ურბნისის, ფერიცვალების და დუტუ მეგრელის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ხარაბაძის, ჯიქიას, ბეგიაშვილის, ორბელების, ქობულაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, გოჩა ონაშვილის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის, კაკაბეთის, კოპცოვის და მხარგრძელის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჩუბინაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის და კიტა აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, აბანოს, ბოტანიკურის, შოთა ნიშნიანიძის, სამღებროს, სანაპიროს, საადის, ირგვლივის, ახუნდოვის, იოსებ გრიშაშვილის, მირზა შაფი ლაზახის და შუშინის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის ქუჩის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), აკაკი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, სერგი სურგულაძის, ევგენი გეგეჭკორის, ჟორდანიას, ლომინაძის, ღოღობერიძის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, ნუგზარ საჯაიას, ზურაბ ავალიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის “ა”, I, III, IIIა მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, მუხიანის I, II მიკრორაიონების, ფეიქართა, შეშელიძის, წყალსადენის, კერესელიძის, გობრონიძის, წმინდა ნინოს, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ვეკუას, ხევძმარის და ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, ამაღლების, ასათიანის, გიზო ნიშნიანიძის, ლერმონტოვის, მესხის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

69
თემები:
თბილისი დღეს (2003)
ახალგაზრდა პირბადით

როდისაა მოსალოდნელი კორონავირუსის მეოთხე ტალღა საქართველოში ექსპერტის მოსაზრება

5
(განახლებულია 13:36 18.05.2021)
გიორგი ფხაკაძის აზრით, ზაფხულში ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა. მაისის ბოლოს მესამე ტალღა უკან დაიხევს, ხოლო სექტემბერში პანდემიის მეოთხე შემოტევას უნდა დაველოდოთ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. კორონავირუსის მეოთხე ტალღას საქართველოში უკვე სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, მიიჩნევს საერთაშორისო ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.

გამყრელიძე: საქართველოში პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა>>

ის ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოს მესამე ტალღის პიკი შენელდება და ეს ძალიან კარგია.

ფხაკაძის თქმით, ზაფხულში დავისვენებთ და ენერგიას მოვიმარაგებთ, მაგრამ ვირუსი არსად წავა. უნდა მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა იქნება, აღნიშნა მან.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მეოთხე ტალღას იმ შემთხვევაში ავარიდებთ თავს, თუ მოსახლეობის 70% იქნება აცრილი.

საქართველოში გასულ დღე–ღამეში ინფიცირების 1.562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია; სულ გამოჯანმრთელდა 312.349ადამიანი, გარდაიცვალა – 4.499.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. მას მოსდევს აჭარა და იმერეთი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში აიცრა 93.305 ადამიანი, ხოლო სრული ვაქცინაცია ჩაუტარდა 15.077 მოქალაქეს.

5
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ლეპტოპი

„წამიერი ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი...“ - 8 წლის გოგო საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა

25
(განახლებულია 13:41 18.05.2021)
სასოწარკვეთილი დედა სოციალურ ქსელში საშინელ ინფორმაციას ავრცელებს. ნახეთ რა შეემთხვა ძაღლების გასასეირნებლად წასულ დედა-შვილს

8 წლის გოგო ღია საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, რის შედეგადაც ხელისა და ფეხის არეში ტრავმა მიიღო. შემთხვევა თბილისში მოხდა. ინფორმაციას და ფოტომასალას თავად გოგონას დედა ავრცელებს სოციალურ ქსელში.

როგორც დედა წერს, მან და მისმა გოგონამ ძაღლები ჩაიყვანეს სასეირნოდ, სეირნობისას კი ის ძაღლებს გაეკიდა, უცებ ყვირილი მოესმა და შვილი გაქრა. „მოვკვდი, ათასმა ფიქრმა გამიარა თავში. როგორ ჩაეკიდა სიღრმეში ბავშვი და რას ახლაც ვერ ვხვდები ძლივს ამოვიყვანე. ახლაც თვალებში მაქვს 7-8 მეტრის სიღრმეზე სიბნელე და წყლის ჩხრიალი თუ როგორი დინებით მიდიოდა. ღმერთს მადლობა რომ ბავშვი მოეკიდა რაღაცას. არ ვიცი ახლაც ვერ ვიხსენებ თუ რა და როგორ მოხდა წამებში მხოლოდ ჩუმი ყვირილი და ის ბნელი სიღრმე და წყლის ხმა ჩამესმის“, - წერს ქალი.

მისი თქმით, ბავშვს სულ დალურჯებული აქვს კიდურები, რომელსაც გადაიტანს, თუმცა იმ შოკს არა, რაც გადაიტანეს.

„დავრეკე მერიაში დავრეკე დასუფთავებაში, არსაიდან არანაირი გამოხმაურება. ძლივს ავწიე ის იმსიმძიმე თავსახური და ნახევრამდე მივაჩოჩე და ნახევრად დავაფარე იქვე ხალხმა დაფარა შემდეგ და უცებ ამოვედი სახლში ბავშვისათვის რომ მიმეხედა. ძალიან მაინტერესებს, ვისაც ეს სფერო ეხება, რატომ არ აკონტროლებენ? რატომ არის საკანალიზაციო ჭები ღია, იქ სადაც ბავშვები სეირნობენ რატომ? ძაღლი, კატა არ დაიარება?“ – წერს მოზარდის დედა.
25