კოვიდ-პაციენტები რეანიმაციაში

უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში „ინდური“ შტამის გავრცელებას: გამყრელიძის განმარტება

194
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ინდური შტამი არის დღეს მთავარი გამოწვევა ექიმებისა და იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც ვაქცინებზე მუშაობენ.

თბილისი, 25 აპრილი  – Sputnik. საქართველოში „ბრიტანული შტამის“ გარდა, რომელიც ახლა ცირკულირებს ქვეყანაში,  შესაძლოა სხვა შტამებიც გამოჩნდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის ორმაგი მუტაცია და ვირუსის სრულიად ახალი ფორმა, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოს მთავარ საფრთხედ სახელდება, „ინდური შტამია“.

არსებული მონაცემებით, ბოლო ოთხ დღეში ინდოეთში „ინდური შტამით“ ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ალბათობა იმის, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ ვცდილობთ, რომ ამ შტამის შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია გაკეთდეს", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, როგორც ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი განმარტავს, „ინდური შტამი“ არის აქამდე ცნობილი სამი შტამის - „ბრიტანულის“, „სამხრეთ აფრიკულისა“ და „ბრაზილიურის“ შტამი.

„სამივე ცვლილება, რაც იმ შტამებში იყო, აქ ერთდროულად მოხდა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს რეინფიცირების გაზრდა", - განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, ახლა ძალიან მძიმე სიტუაციაა ინდოეთში, სადაც კლინიკური სექტორის სრული კოლაფსი მოხდა - კოვიდინფიცირებულები მხოლოდ იმიტომ დაიღუპნენ, რომ კლინიკებს ჟანგბადის მარაგები გაუთავდათ.

საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1 ათასს აჭარბებს. 25 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 303 ათას ადამიანს გადააჭარბა. გარდაიცვალა 4.025 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინდოეთს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესდა – ბოლო 24 საათში ინფიცირების თითქმის 350 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. გასულ დღე-ღამეში ინფექციამ 2.767 ადამიანი იმსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამ ქვეყნაში კორონავირუსმა 192,311 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჯამში ინფექცია თითქმის 17 მილიონ ადამიანს გამოუვლინდა.

194
ახალი სკვერი თბილისში

კერძო ავტოფარეხების ნაცვლად ახალი სკვერები მოეწყო

10
(განახლებულია 14:54 18.05.2021)
ხმალაძის განმარტებით, მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

 

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისში 446 კერძო ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი გაშენდა, განაცხადა თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ ქალაქში  ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე. 

ხმალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ მთლიანი ქალაქისთვის „ერთი გადაწყვეტილებით შეიძლება შექმნა ურბანული სიკეთე“.

 „მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზით და გამგეობების აქტიური მუშაობის შედეგად, ავტოფარეხები სკვერებით ჩანაცვლდა“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, პროექტის ფარგლებში თბილისში დამატებით 4 მლნ კვადრატული მეტრის ფართობს მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი და განისაზღვრა ხუთი ახალი საპარკე არეალი.

დედაქალაქის მთავრობისთვის რეკრეაციული ზონების შექმნა და აღდგენა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო სამი წლის მანძილზე თბილისში არაერთი პარკისა და სკვერის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. სულ ახლახანს მერიამ ორი მასშტაბური პროექტის – ვაკის პარკის განახლებისა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობის განხორციელება დაიწყო.

10
თემები:
თბილისის მერია
ახალგაზრდა პირბადით

როდისაა მოსალოდნელი კორონავირუსის მეოთხე ტალღა საქართველოში ექსპერტის მოსაზრება

44
(განახლებულია 13:36 18.05.2021)
გიორგი ფხაკაძის აზრით, ზაფხულში ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა. მაისის ბოლოს მესამე ტალღა უკან დაიხევს, ხოლო სექტემბერში პანდემიის მეოთხე შემოტევას უნდა დაველოდოთ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. კორონავირუსის მეოთხე ტალღას საქართველოში უკვე სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, მიიჩნევს საერთაშორისო ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.

გამყრელიძე: საქართველოში პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა>>

ის ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოს მესამე ტალღის პიკი შენელდება და ეს ძალიან კარგია.

ფხაკაძის თქმით, ზაფხულში დავისვენებთ და ენერგიას მოვიმარაგებთ, მაგრამ ვირუსი არსად წავა. უნდა მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა იქნება, აღნიშნა მან.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მეოთხე ტალღას იმ შემთხვევაში ავარიდებთ თავს, თუ მოსახლეობის 70% იქნება აცრილი.

საქართველოში გასულ დღე–ღამეში ინფიცირების 1.562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია; სულ გამოჯანმრთელდა 312.349ადამიანი, გარდაიცვალა – 4.499.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. მას მოსდევს აჭარა და იმერეთი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში აიცრა 93.305 ადამიანი, ხოლო სრული ვაქცინაცია ჩაუტარდა 15.077 მოქალაქეს.

44
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები