კორონავირუსის ეპიდემია-გამვლელები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად არ გამოვლენილა არც ერთი შემთხვევა

132
ბოლო დღეებში დადებითობის მაჩვენებლის ზრდა ფიქსირდება. ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელმა უკვე 4,62% შეადგინა.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.250 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 770 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთია, შემდეგ აჭარა მოდის.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115, აჭარა - 78, იმერეთი - 63, კახეთი - 58, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 40, გურია - 35, მცხეთა-მთიანეთი - 26, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ბოლო მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,91%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 3,88%-ს, ბოლო 7 დღის - 4,62%-ს.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 14.003 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.566 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 1 946, აჭარაში - 416, იმერეთში - 403.

609 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 116 პირი, მათგან თბილისში - 81, აჭარაში - 8, იმერეთში - 9.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 706 ადამიანი, მათ შორის 393 - თბილისში, 289 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს 9.731 პირი გადის.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 463 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 284.749-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 15 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.007-ს მიაღწია.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 239, ხოლო აჭარაში - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24.203 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14.387 პირი, აჭარაში - 2.636, იმერეთში - 1.210.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 302.785-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

132
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

24
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

24
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ეკუნა ყანჩაველი

რუსთაველი გოგოს ამერიკული ცხოვრება და უცხოელი შეყვარებული - როგორ ცხოვრობს ეკუნა ყანჩაველი

35
(განახლებულია 21:27 05.05.2021)
სოციალურ ქსელში ცნობილი მომღერალი და რეპერი ეკუნა ყანჩაველი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და თავისი ყოველდღიურობიდან საინტერესო დეტალებს გამომწერებს უზიარებს.

სოციალურ ქსელში ცნობილი მომღერალი და რეპერი ეკუნა ყანჩაველი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და თავისი ყოველდღიურობიდან საინტერესო დეტალებს „ფოლოუერებს“ უზიარებს. რუსთავიდან დაწყებული სახალისო ვიდეოებითა და პატარ-პატარა სკეტჩებით ეკუნამ ქართველ საზოგადოებას თავი გააცნო, შეაყვარა და პოპულარულიც მალევე გახდა.

ეკუნა ამერიკაში მოხვედრაზე ოცნებობდა, ვიზის აღებას დიდხანს ელოდა, ერთ-ერთ ზაფხულს კი ცხოვრების რამდენიმეწლიანი უფლება მიიღო, ოცნება აიხდინა და ამერიკაში წავიდა. გოგონა კარგად მღერის, რეპიც შესანიშნავად გამოსდის და მისი კლიპები „იუთუბზეც“ იძებნება.

უკვე თვეებია ეკუნა ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. მომღერალმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და სტილისა და ვიზუალის საოცარი ცვლილება განიცადა. ეკუნამ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას თავისი შეყვარებული გააცნო, თუმცა ბიჭის სახელი და გვარი კვლავ ინკოგნიტოდ დატოვა. ყანჩაველი და მისი მეორე ნახევარი ერთ წელზე მეტია ერთად არიან.

როგორც კომენტარებში წერენ, ეკუნას შეყვარებული წარმოშობით არაბია, თუმცა მომღერალი ბიჭის ვინაობასა და წარმოშობაზე ჯერ არ საუბრობს.

„მგონი ძაან გაგიბანძდა კონტენტიც და ყველაფერი“, - უწერენ ეკუნას კომენტარებში, რაზეც გოგონა პასუხობს, რომ დიდ პროექტზე მუშაობს და მალე მუსიკაში დაბრუნებას აპირებს.

ფაქტია, ეკუნა სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურია და თავისი საინტერესო ცხოვრების დეტალებს თითქმის ყოველდღიურად აზიარებს. „ინსტაგრამიდან“ ჩანს, რომ მომღერალი ჯერ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.

35
თემები:
ქართველი სელებრითები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტიდან  რეისები ხუთი ქვეყნის ცხრა  მიმართულებით შესრულდება

0
(განახლებულია 17:21 06.05.2021)
თებერვლიდან ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები გახსნა და იმ ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მაისში პირდაპირი რეგულარული რეისები ხუთი ქვეყნის ცხრა მიმართულებით შესრულდება, ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქუთაისის  აეროპორტიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოხვედრა პირდაპირი რეგულარული ავიარეისებით არის შესაძლებელი.

კერძოდ, მაისში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით აახლებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აწარმოებს და ფრენები ეტაპობრივად აღდგება“, -ნათქვამია განცხადებაში.

Wizz Air-მა 18 აპრილიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, 14 მაისიდან Wizz Air-ი ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს. მაისის ბოლოდან კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ ორ ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი: 29 მაისიდან - კატოვიცეს მიმართულებით, 30 მაისიდან კი - გდანსკისა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან  2 მაისიდან ოპერირება დაიწყო ახალმა ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მაც, რომელიც პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ ახორციელებს სამი მიმართულებით: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი.

საჰაერო გზით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლია.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

0