საჩხერეში კორონავირუსი 101 წლის ქალმა დაამარცხა

© photo: The First Channel101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
ას წელს გადაცილებული ქალბატონი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ადამიანი საქართველოში, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა.

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

ასაკოვანი ქალის ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2020
ვირუსთან გამკლავება ხანდაზმულებსაც შეუძლიათ: სათნოების სახლის 11 ბინადარი გამოჯანმრთელდა

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტმა კლინიკას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მეხუთე დღეს მიმართა. ის ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს.

„მას იმუნურ ფაზაში გამოეხატა უარყოფითი დინამიკა, თუმცა მყისიერი რეაგირებითა და სწორად წარმართული სამკურნალო პროცესის მეშვეობით, პაციენტი გამოჯანმრთელდა“, - აცხადებენ კლინიკაში.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო პერსონალმა ბებოს გამოჯანმრთელება მიულოცა და აპლოდისმენტებით გააცილა.

საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 284.286-მდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0