დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ონლაინ-დეგუსტაცია გაიმართა

© Pixabay / congerdesignღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
ბრიტანულ ღვინის კომპანიებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის პროდუქციას.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ბრიტანულმა კომპანია Swril Wine Group-მა ღვინის პროფესიონალებისთვის, იმპორტიორებისა და მასმედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის ონლაინ–დეგუსტაცია გამართა. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ღვინის ეროვნული სააგენტო პოლონეთში მარკეტინგულ კამპანიას წელსაც გააგრძელებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინო ონლაინ–ფორმატში Swril Wine Group-ის დირექტორმა სარა ებოტმა წარადგინა, რომელმაც ტურის მონაწილეებს გააცნო საქართველო, მისი ტრადიციები, ღვინის კულტურა და ისტორია.

დიდ ბრიტანეთში სადეგუსტაციოდ წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოების ნიმუშები.

სარა ებოტის შეფასებით, ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. მონაწილეებმა საუკეთესო შეფასებები მიუძღვნეს ქართულ პროდუქციას, ხოლო რამდენიმე უკვე დაინტერესდა ქართული ღვინის შეძენით.

დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში მსგავს ონლაინ–ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციის, საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით, აღნიშნულია ღვინის სააგენტოს განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და მომხმარებელია. პანდემიის პირობებშიც კი ქართული ღვინის ექსპორტი ამ ქვეყანაში იზრდება. 2020 წელს დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 500 ათასამდე ბოთლი ღვინო, ზრდამ წინა წელთან შედარებით 154% შეადგინა. 

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია ასევე აშშ, ჩინეთი, პოლონეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ყველა ახალი ამბავი
0