ეპიდემია საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

77
(განახლებულია 19:09 23.04.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.271-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 301.535-ს მიაღწია.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.271 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 781 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 98, სამეგრელო–ზემო სვანეთი - 91, იმერეთი – 71, შიდა ქართლი – 53, ქვემო ქართლი – 52, კახეთი – 48, გურია – 41, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 729 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 284.286-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.992-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.231 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.527 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.921 აჭარაში – 404, იმერეთში – 404.

584 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 113 პირი, მათგან თბილისში – 80, აჭარაში – 7, იმერეთში – 11.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 682 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 349, აჭარაში – 317. 9.022 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 232 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, ხოლო აჭარაში – 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21.834 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12.233 პირი, აჭარაში – 2.711, იმერეთში – 1.199.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.271-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 301.535-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

77
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (684)
ახალი სკვერი თბილისში

კერძო ავტოფარეხების ნაცვლად ახალი სკვერები მოეწყო

11
(განახლებულია 14:54 18.05.2021)
ხმალაძის განმარტებით, მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

 

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისში 446 კერძო ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი გაშენდა, განაცხადა თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ ქალაქში  ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე. 

ხმალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ მთლიანი ქალაქისთვის „ერთი გადაწყვეტილებით შეიძლება შექმნა ურბანული სიკეთე“.

 „მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზით და გამგეობების აქტიური მუშაობის შედეგად, ავტოფარეხები სკვერებით ჩანაცვლდა“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, პროექტის ფარგლებში თბილისში დამატებით 4 მლნ კვადრატული მეტრის ფართობს მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი და განისაზღვრა ხუთი ახალი საპარკე არეალი.

დედაქალაქის მთავრობისთვის რეკრეაციული ზონების შექმნა და აღდგენა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო სამი წლის მანძილზე თბილისში არაერთი პარკისა და სკვერის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. სულ ახლახანს მერიამ ორი მასშტაბური პროექტის – ვაკის პარკის განახლებისა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობის განხორციელება დაიწყო.

11
თემები:
თბილისის მერია
ახალგაზრდა პირბადით

როდისაა მოსალოდნელი კორონავირუსის მეოთხე ტალღა საქართველოში ექსპერტის მოსაზრება

49
(განახლებულია 13:36 18.05.2021)
გიორგი ფხაკაძის აზრით, ზაფხულში ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა. მაისის ბოლოს მესამე ტალღა უკან დაიხევს, ხოლო სექტემბერში პანდემიის მეოთხე შემოტევას უნდა დაველოდოთ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. კორონავირუსის მეოთხე ტალღას საქართველოში უკვე სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, მიიჩნევს საერთაშორისო ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.

გამყრელიძე: საქართველოში პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა>>

ის ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოს მესამე ტალღის პიკი შენელდება და ეს ძალიან კარგია.

ფხაკაძის თქმით, ზაფხულში დავისვენებთ და ენერგიას მოვიმარაგებთ, მაგრამ ვირუსი არსად წავა. უნდა მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა იქნება, აღნიშნა მან.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მეოთხე ტალღას იმ შემთხვევაში ავარიდებთ თავს, თუ მოსახლეობის 70% იქნება აცრილი.

საქართველოში გასულ დღე–ღამეში ინფიცირების 1.562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია; სულ გამოჯანმრთელდა 312.349ადამიანი, გარდაიცვალა – 4.499.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. მას მოსდევს აჭარა და იმერეთი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში აიცრა 93.305 ადამიანი, ხოლო სრული ვაქცინაცია ჩაუტარდა 15.077 მოქალაქეს.

49
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (684)