COVID-19 საქართველოში – 23 აპრილის მონაცემები

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 284.286 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.992, კარანტინის რეჟიმშია 232, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.527 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 682 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.271-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 301.535-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 284.286 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 729), გარდაიცვალა – 3.992 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 232, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.527 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 682 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 28.751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14.187, PCR–ტესტით – 14.564.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,42%, ბოლო 14 დღის – 3,75%, ბოლო 7 დღის – 4,55%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0