საქართველოს აეროპორტებში სახის ამომცნობი კამერები გაჩნდება

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBშსს–ს აღჭურვილობა გადაეცა
შსს–ს აღჭურვილობა გადაეცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
ევროკავშირისგან მორიგი ტექნიკური დახმარება საქართველოს შსს-ს კიდევ ერთმა ქვედანაყოფმა მიიღო. გასულ კვირაში სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 30 ავტომობილი გადაეცა.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს სახის ამომცნობი კამერების სისტემა გადაეცა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საჩუქრად 30 ახალი ავტომობილი მიიღო

 - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საჩუქრად 30 ახალი ავტომობილი გადაეცა

უწყების ცნობით, ამომცნობი კამერები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, კერძოდ, საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიაზე დამონტაჟდება და მათი საშუალებით მოხდება შემომსვლელ–გამსვლელ მგზავრთა ნაკადის მონიტორინგი, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

„112“-სთვის გადაცემული აღჭურვილობის შეძენა ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში“ (SAFE) ფარგლებში მოხდა, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM – The International Organization for Migration) ახორციელებს.

უწყების ცნობით, პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

 

ყველა ახალი ამბავი
0