რეინჯერთა კურსდამთავრებულები

ქართველმა სამხედროებმა რეინჯერთა კურსი წარმატებით დაასრულეს

44
(განახლებულია 21:10 22.04.2021)
მუხროვანის სამხედრო ბაზაზე კურსის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელზეც კურსანტებმა შეძენილი უნარები წარმოადგინეს.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. რეინჯერთა მომზადების ურთულესი სასწავლო კურსი 57-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მოსამზადებელი კურსი 2020 წლის 9 ნოემბერს დაიწყო და ნახევარ წელს გაგრძელდა. მასში 191 კურსანტი მონაწილეობდა, რომელთა სწავლას სპეცდანიშნულებისა და და რეინჯერების მომზადების სკოლის 20 ინსტრუქტორი უძღვებოდა. კურსი შედგებოდა სამედიცინო, ტოპოგრაფიულ, სამთო, საინჟინრო, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან.

სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თეიმურაზ ყლატეიშვილის განცხადებით, კურსანტებმა ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ რთული გზა გაიარეს იმისთვის, რომ ეს კურსი წარმატებით დაემთავრებინათ.

  • „კურსი მოიცავდა როგორც სამედიცინო სწავლებას, ისე ბრძოლას დასახლებულ პუნქტში, საინჟინრო მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიას. ვფიქრობ, რომ ეს კურსი ჩატარდა წარმატებით. ეს არის რეინჯერთა კურსის მერვე გამოშვება“, – განაცხადა ყლატეიშვილმა.

რეინჯერთა კურსის დახურვის საზეიმო ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში გაიმართა.

კურსის დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. მან რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა. პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალების კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.  

კურსანტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ მათ შეძენილი უნარები წარმოადგინეს. იმიტირებული სცენარის მიხედვით, რეინჯერებმა რეიდის ოპერაცია განახორციელეს, რომელშიც ქვეითთა საბრძოლო მანქანა „დიდგორი“ და ფუჭი ვაზნების გამოყენებით M-4 და PK ტყვიამფრქვევები იყო ჩართული. 

საზეიმო ცერემონიის ფარგლებში სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ენახათ კურსის მიმდინარეობის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეოკოლაჟი, დაეთვალიერებინათ ტექნიკა. კურსანტებმა ასევე წარმოადგინეს ხელჩართული ბრძოლის ხელოვნება.

44
თემები:
საქართველოს თავდაცვა (134)
Pfizer-ის ვაქცინა

როდის აიცრებიან ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებულები: იმნაძის განმარტება

30
(განახლებულია 20:45 06.05.2021)
ამ დროისათვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაავადდა ქვეყანაში COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ეს რეგულაცია გადაიხედოს და პერიოდი შემცირდეს.

ამ ეტაპზე უცნობია იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაავადდნენ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, საქართველოში აცრის შემდეგ ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით და Sinopharm-ით ხორციელდება. სამივე ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

30
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

34
(განახლებულია 20:28 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მასმედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მასმედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მასმედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

34
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ბრაზილიის პოლიცია

რიოს მეტროში სპეცოპერაციისას 25 კაცი დაიღუპა: ვრცელდება ვიდეო

0
ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილები, ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. რიო−დე−ჟანეიროს მეტროში პოლიციასა და დამნაშავეებს შორის სროლისას 25 ადამიანი 25 ადამიანი დაიღუპა, იუწყება პორტალი G1.

სროლა ქალაქის ჩრდილოეთ ზონაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საპოლიციო სპეცოპერაციის დროს მოხდა.

​არსებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცველია, დანარჩენები კი ნარკობიზნესში ეჭვმიტანილები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის ოფიცერს ტყვია თავში მოხვდა.

ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულებიც.

სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, აღნიშნული ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილები, ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა