გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Stringerგვირაბი
გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
გორის საავტომობილო გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით შეიზღუდება.

 

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. გორის გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე 23 აპრილს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო  23 აპრილის 21:00 საათიდან 24 აპრილის 01:00 საათამდე გვირაბის თბილისის-სენაკის მიმართულებით, ხოლო 24 აპრილის 01:00–05:00 საათამდე  პერიოდში კი საპირისპირო მხრიდან (სენაკი-თბილისი) აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0