საქართველოში მოსწავლეების ინტერესების დაცვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

© photo: Sputnikსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
განათლების სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს განათლების სისტემას – უზრუნველყოს თითოეული მოზარდის განათლების ფუნდამენტური უფლების დაცვა.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ისტორიაში პირველად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლეების ინტერესების დაცვის ახალი წესები შეიმუშავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, სამინისტრო გეგმავს სასწავლო პროცესში მოსწავლეების ჩართულობის მონიტორინგის ახალი მექანიზმები აამოქმედოს. ამ ეტაპზე უწყებამ დააწესა რეგულაციები, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში რეაგირება მოახდინოს. 

სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
საქართველოს სკოლებში მოსწავლეებთან სოციალური მუშაკები იმუშავებენ

„იმისათვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს, პროცესში მთელი განათლების სისტემა ერთვება“, – აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ სიახლეებზე განათლების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საერთაშორისო კონსულტანტთან და UNESCO-ს განათლების მკვლევარებთან ერთად იმუშავა.

სამინისტროს ინფორმაციით, სიახლე რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადდება, მეათე დღეს კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია სკოლის ადმინისტრაციას წერილობითი ანგარიში წარუდგინოს.

იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური პრობლემების გამო მოსწავლეს არ აქვს წვდომა „ტელესკოლასა“ და ონლაინ–სწავლებაზე, მასწავლებელი ვალდებულია უზრუნველყოს მასთან კომუნიკაცია ნებისმიერი, მათ შორის სატელეფონო ფორმით. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია ითანამშრომლოს სკოლასთან.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ზედიზედ 20 სასწავლო დღეს გააცდენს, პროცესში კლასის დამრიგებელთან ერთად განათლების სისტემის სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან. მათ ორი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა განახორციელონ ოჯახში ვიზიტი. სოცმუშაკები მოზარდის სასწავლო პროცესში დაბრუნების მიზნით იმუშავებენ მოსწავლესთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან. 
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
განათლების სამინისტრო სკოლების კონტროლს აძლიერებს

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არასაპატიო მიზეზების გამო სკოლაში მაინც არ გამოცხადდა, მას მოსწავლის სტატუსი უჩერდება, თუმცა, სტატუსის აღდგენა შესაძლებელია მშობლის განცხადების საფუძველზე, მიმართვისთანავე, განამარტავენ უწყებაში.

აქამდე მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძვლად 90 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლის ზედიზედ გაცდენა ითვლებოდა, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია და მოიცავს სასწავლო წლის ნახევარზე მეტს.

გარდა ამისა, აქამდე სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, მოზარდის სკოლაში დასაბრუნებლად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე 90-დღიანი ვადის ამოწურვამდე ერთხელ მაინც გამოცხადდებოდა სკოლაში, მისთვის გაცდენების აღრიცხვა თავიდან იწყებოდა. შესაბამისად, მოზარდი მოსწავლის სტატუსით სარგებლობას აგრძელებდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად ის საგანმანათლებლო პროცესის მიღმა იყო დარჩენილი და სასწავლო პროგრამა აუთვისებელი რჩებოდა.

განათლების სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს განათლების სისტემას – უზრუნველყოს თითოეული მოზარდის განათლების ფუნდამენტური უფლების დაცვა. 

ყველა ახალი ამბავი
0