ქუთაისი – საქართველოს ყველაზე სუფთა ქალაქი

© Photo: courtesy of Miho Neimanქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, ისინი სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათთვის მიწოდებული ვიდეომასალებისა და ფოტოების მეშვეობით გამოავლინეს.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოში კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულები გამოვლინდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

წელს კონკურსი „სუფთა რეგიონი“ მეხუთედ ჩატარდა. კონკურსი გამოცხადდა რვა ნომინაცია, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ.

ყველაზე სუფთა რეგიონად კახეთი დასახელდა, ყველაზე სუფთა ქალაქად – ქუთაისი.

ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი 2020“ გაიმარჯვა ზუგდიდის რაიონმა. „სუფთა სოფლის“ სტატუსი კი სოფელ ზემო ეწერს (სამეგრელო–ზემო სვანეთი) ხვდა წილად. 

მწვანე ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2020
ქუთაისის ავტოპარკი ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით შეივსო

რაც შეეხება დანარჩენ ნომინაციებს, „ლამაზი აივანი 2020“-ის ნომინაციაში გაიმარჯვა ზუგდიდის მკვიდრმა რუსუდან ხარგელიამ.

„სუფთა/ლამაზი ქუჩა 2020“ – დასახელდა თბილისში ზაქარიაძის ქუჩა და ზუგდიდში გამსახურდიას გამზირი.

ნომინაციაში „საწარმოს ლამაზი ეზო 2020“ გაიმარჯვა კომპანია „ღვინაშვილების მარანმა საგარეჯოდან.

„ლამაზი ეზო 2020“-ის წოდება მოიპოვა ხონის რაიონის მცხოვრებმა ლუიზა ფანცულაიამ.

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადაეცათ ლაგოდეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს. ნომინაციაში „სუფთა/ლამაზი ეზო“ სიგელებით დაჯილდოვდნენ სოფლები ხურჩა და ველისციხე, ასევე გორში გოგებაშვილის ქუჩა.

კონკურსი ჩატარდა პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0