ტაქსიში და საკუთარ ავტომობილში თამბაქოს მოხმარება შეიძლება აიკრძალოს

© photo: Sputnik / Stringer"მოწევა აკრძალულია!"
მოწევა აკრძალულია! - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
გამოიკვეთა მონიტორინგის გააქტიურების აუცილებლობა საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის ხშირი ფაქტები ფიქსირდება.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. თამბაქოს მოხმარება ტაქსიში ან საკუთარ ავტომობილში, სადაც ბავშვები იმყოფებიან, შეიძლება აიკრძალოს, შესაბამისი რეკომენდაცია პარლამენტმა უკვე მიიღო.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე პარლამენტის დადგენილების თანახმად, მონიტორინგის საფუძველზე ტაქსისა და ავტომობილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის შემოღების აუცილებლობა გამოვლინდა, რადგანაც ხშირია შემთხვევები, როდესაც თამბაქოს მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ხდება.

გარდა ამისა, გამოვლინდა თამბაქოს მოხმარების წესების აღსრულების კონტროლის აუცილებლობა საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც კანონის ხშირი დარღვევა ფიქსირდება. 

დაუფასოებელი თამბაქო - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2019
თამბაქოს გაძვირება – როგორც გამოსავალი ყველაზე მწეველი ქვეყნის სტატუსის მოსახსნელად?

კვლევის შედეგებმა ასევე გამოავლინა ინტერნეტ–სივრცეში თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის შემთხვევები და ქვეყანაში სიგარეტის საცალო გაყიდვის პრაქტიკა.

მთლიანობაში საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობა დადებითად ფასდება. პარლამენტის მონაცემებით, კანონი იშვიათად ირღვევა, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები კი მცირდება.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს კაზინო, ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, სათამაშო აპარატების სალონები, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე გამოყოფილი სპეციალური ადგილები წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარება შეუძლიათ მსახიობებსაც სპექტაკლის დროს – რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას.

ერთ კოლოფ უფილტრო ან ფილტრიან სიგარეტზე აქციზის ფასი 1,7 ლარია. ამასთან, ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა: 10-დან 30%-მდე კოლოფის ღირებულებიდან გამომდინარე. დღეისათვის საქართველოში ერთი კოლოფი თამბაქოს ფასი 5,5 ლარიდან იწყება. შედარებისათვის: 2017 წელს ერთი კოლოფი სიგარეტი საშუალოდ 1,5 ლარი ღირდა.

ყველა ახალი ამბავი
0