მთავრობის წარმომადგენელი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრას დადებითად აფასებს

© Sputnik / STRINGERმთავრობის წარმომადგენელი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრას დადებითად აფასებს
მთავრობის წარმომადგენელი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრას დადებითად აფასებს - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
მთავრობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომლის მიხედვითაც არც ერთი პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხის ინტერესებს, არ განხორციელდება

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. მთავრობის წარმომადგენლებმა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან დღეს გამართული შეხვედრა დაახასიათეს როგორც კონსტრუქციული. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

შეხვედრა ქუთაისში, რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.

„დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ ჰესების მშენებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებს, არ იქნება შესრულებული. ეს იყო მათი მხრიდან ჰიპოთეტური შეკითხვა და ამაზე მიიღეს ანალოგიური პასუხი... მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია დღეს იყო საჭირო და აუცილებელი“, - განაცხადა ბარნაბიშვილმა.
ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
ვარლამ გოლეთიანი: დიალოგს გავაგრძელებთ სამი პირობის შესრულების შემთხვევაში

როგორც ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იყო რიგი საკითხები.

„მე მათ აღვუთქვი, რომ ყველა მათი კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. ყველა კითხვას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან. ასევე იყო ჩემი მხრიდან შეთავაზება და თანხმობა, რომ მაქსიმალური იქნება მათი ჩართულობა ამ პროცესებში“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებში აუცილებლად ჩაერთვება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, როგორც კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამას შესაძლებელს გახდის. როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დიალოგში ხელისუფლების მხრიდან ბარნაბიშვილის გარდა მონაწილეობდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

აქციის ორგანიზატორთა მხრიდან კი მოლაპარაკებას ესწრებოდნენ მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი და მირზა ნოზაძე. შეხვედრამ აქციის ფონზე ჩაიარა. 

გოლეთანის თქმით, მათ მთავრობის წარმომადგენლებს სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება შინაარსობრივ დიალოგზე გადასვლა. პირველი პირობაა პოლიციამ დატოვოს რიონის ხეობა, მეორე პირობაა - „ნამახვანჰესის“ მშენებელმა კომპანია „ენკამ“ შეწყვიტოს მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მესამე პირობაა - აქციის მონაწილეებმა პროტესტის გაგრძელება შეძლონ თავდაპირველ ლოკაციაზე - სოფელ ნამოხვანში, საიდანაც პოლიციამ მათი კარვები აიღო.

მიწისძვრა - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
 „ბუნება საშიშია“ - ექსპერტის მოსაზრება მიწისძვრებზე, „ნამახვანჰესსა“ და თბილისის მეწყერზე

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხოლო თურქულ კომპანია Enka-სთან ხელისუფლებამ კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება.

ბოლო დღეებში პროტესტი გამწვავდა, რადგან კომპანია „ენკამ“ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. რიონის ხეობაში მოხდა პოლიციის მობილიზება. „ენკაში“ განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია კომპანიის თანამშრომლებისთვის საფრთეს წარმნოადგენს. მომიტინგეებსა და პოლოიციას შორის რამდენიმეჯერ შეიქმნა დაძაბული სიტუაცია, მოხდა დაკავებები. პოლიციამ ნამოხვანში აიღო მომიტინგეების კარვები, რომელთა გადატანაც აქციის მონაწილეებს სოფელ გუმათში მოუწიათ. 

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0