თურნავა: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა გადაიხედება

© Facebook / Ministry of Economy and Sustainable Developmentნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრი მოუწოდებს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებს პროექტის ყველა დადებით და უარყოფით მხარეზე დიალოგის ფორმატში იმსჯელონ და სპეციალისტების მოსაზრებები მოისმინონ.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული ყველა კვლევა უახლოეს დღეებში  გასაჯაროვდება და მსჯელობის საგანი გახდება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა

უკვე ნახევარი წელია საქართველოში “ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანიის გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის მიწის 99 წლის ვადით გადაცემა.

„ამ კვირაში შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ექსპერტებთან, გეოლოგებთან, მეცნიერებთან - ყველა კვლევა ხელახლა უნდა გადაიხედოს, ისევ მსჯელობის საგანი გახდეს და თუ რაიმე გაუმჯობესება იქნება საჭირო, კომპანია ამასაც გააკეთებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დიალოგს, მშვიდობიან, საქმიან საუბარს ალტერნატივა არ გააჩნია და  ესკალაცია დაუშვებელია. 

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
პროტესტი და შეთავაზება – „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული სკანდალი გრძელდება

„დღეს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, როდესაც ბევრი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ესკალაცია, არ აქვს ამას მნიშვნელობა თუ რა საკითხს ეხება იგი, იქნება კონტრპროდუქტიული და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაარტყამს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვიზიარებთ და ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადების შინაარსს და  კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სამთავრობო უწყებები არ აკლებენ მცდელობას, რომ დიალოგი შედგეს ყველაზე უფრო კატეგორიულ ჯგუფთან - ესენი არიან უშუალოდ აქტივისტები, ვინც ნამოხვანში აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0