ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება

© photo: Sputnik / Stringerვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
დედაქალაქის მერიისთვის მიუღებელია ვაკის პარკში სასტუმროს აშენება, ამიტომ ინვესტორს მსგავსი ობიექტების არარეკრეაციულ ზონაში აგებას სთავაზობენ.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

საპროტესტო აქცია ვაკის პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
აქცია თბილისში: ეკოაქტივისტები ვაკის პარკის დასაცავად გამოვიდნენ

სკანდალი სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ირგვლივ მერამდენე წელია გრძელდება. ინვესტორმა გიორგი ზაქაიძემ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების უფლება დიდი ხნის წინ მოიპოვა, თუმცა, მშენებლობის დაწყება რამდენჯერმე გადავადდა.

ხმალაძის განცხადებით,  ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილება თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იყო. ინვესტორს კახა კალაძის უწყებამ ორი ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა – სასტუმროს აშენება სხვა ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიის მერიისთვის მიყიდვა. თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გამონაკლისის წესითაა გაცემული, დღეს ეს მიწის ნაკვეთი 20 მილიონ ლარადაა შეფასებული. მუნიციპალიტეტს უჭირს ამ ოდენობის კომპენსაციის გადახდა, ამიტომაც ვეცდებით ადგილმონაცვლეობის თაობაზე შეთანხმებას მივაღწიოთ... მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა არ განხორციელდება“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, საუბარია 2,8 ათას კვადრატულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც აუდიტორულმა კომპანიამ 20 მლნ ლარად შეაფასა.

 „ბუდაპეშტის“ რთული ბედი

„მწვანე“ აქტივისტები არაერთი წელი იცავდნენ ვაკის პარკს. გარემოსდამცველებმა სასამართლოსაც მიმართეს მას შემდეგ, რაც 2013 წელს მერიამ 8-9-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე უვადო ნებართვა გასცა. იმ დროს მერიას მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა.

ვაკის პარკი იკეტება: რას გეგმავს მერია>>>

რაც შეეხება სასამართლოს, სამივე ინსტანციამ მიიჩნია, რომ მერია თავის დროზე კანონის დაცვით მოქმედებდა და ამიტომაც მხარი ინვესტორს დაუჭირეს.

ვიდრე საქმე სასამართლოებში იხილებოდა, მშენებლობა შეჩერებული იყო, მაგრამ როგორც კი უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და თბილისის მერიამ სწრაფად მოქმედება დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს.

2019 წლის 25 იანვრიდან დღემდე კომპანიამ და თბილისის მერიამ ურთიერთშეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ყველა ახალი ამბავი
0