საქართველო ინდოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამკაცრებს

© Sputnik / STRINGERტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13,9 მლნ-ს მიაღწია. ქვეყანა აშშ-ის შემდეგ ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველო ინდოეთიდან ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამკაცრებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
ბათუმმა ისრაელიდან პირველი ტურისტები მიიღო – ყველა აცრილია COVID-19-ზე

ადრე მოქმედი წესებით, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საზღვრის უპირობოდ გადმოკვეთა შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს.

15 აპრილიდან კი ეს წესი აღარ გავრცელდება ინდოეთიდან ჩამოსულ პირებზე. მათ საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი. ინდოეთიდან ჩამოსული პირები ასევე ვალდებული იქნებიან ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს განმეორებითი PCR–ტესტი გაიკეთონ.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, ინდოელი სტუდენტები საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეძლებენ.

ინდოეთში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესდა – ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 184.372 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. გასულ დღე-ღამეში ინფექციამ 1.027 ადამიანი იმსხვერპლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0