გამყრელიძე: კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები იზრდება

© Facebook / National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
სპეციალისტები კორონავირუსის საყოველთაო გავრცელებაზე საუბრობენ, რამაც შეიძლება ამ დროისთვის უკვე გაუქმებული კოვიდ–შეზღუდვების კვლავ ამოქმედება გამოიწვიოს.

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. კორონავირუსის მუტაციის გამო, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების შემთხვევები იზრდება და უმეტეს ქვეყნებში წამყვანი ე.წ. ბრიტანული შტამია,  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
ვის ჩაუტარდება ვაქცინაცია ბინაზე: გამყრელიძის განმარტება

გამყრელიძის განმარტებით, აუცილებლად უნდა გამკაცრდეს დაწესებული შეზღუდვების აღსრულება. თუ ინფიცირებულთა რაოდენობა  კონკრეტულ  ზღარს მიაღწევს, შემდგომ პრევენციული ღონისძიებების გატარებას სათანადო  შედეგი არ ექნება, დასძინა მან.

„არის ორი მთავარი შეზღუდვა - ე.წ. კარანტინი და დიდი თავშეყრის პრევენცია. ასევე მნიშვნელოვანია პირბადის სწორად ტარება. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებლი არის 50%-ზე ჩამოსული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. გასულ დღე–ღამეში  კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1334-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 290 ათასს გადააჭარბა.

ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.
ამ დროისთვის ძირითადი შეზღუდვა, რომელიც საქართველოში დარჩა, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც ვრცელდება როგორც ქვეითებზე, ისე სატრანსპორტო საშუალებებზე. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით. 
ძალაშია ასევე პირბადის სავალდებულო ტარება, რომლის დაცვაც აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირბადის გარეშე ყოფნა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0