მთავრობის კანცელარია

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

2262
(განახლებულია 23:05 09.04.2021)
საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღეს გამართულ საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. 

ასე რომ, საქართველოში  უქმეები 30 აპრილიდან იწყება და 13 მაისამდე გაგრძელდება. 30 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდში საქართველოში სააღდგომო დღესასწაულებია, 12 მაისს კი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა.

„უქმე დღეები ძალაში იქნება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის. რაც შეეხება თარიღებს, როგორც მოგეხსენებათ, აღდგომის დღესასწაულის დღეებია, შემდეგ – შაბათი–კვირა, 12 მაისს კი ანდრია პირველწოდებულის დღეა. უქმე დღეების რაოდენობა სწორედ აქედან გამომდინარე განისაზღვრა“, – განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.

საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.

გარდა ამისა, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს.

დღეიდან ქორწილებისა და ქელეხებისთვის ფართის გაქირავება აიკრძალა>>>

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 777-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 287.183-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 276.426 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.858 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

2262
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (606)
წმინდა გიორგი

საქართველოში გიორგობა აღინიშნება

11
(განახლებულია 08:27 06.05.2021)
წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება და ქართველ ერს ეს წმინდანი განსაკუთრებით უყვარს. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.  

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერსა და 6 მაისს.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის — ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შუბით გველეშაპის განმგმირავი,  ქართული ცნობიერებისა  და მართლმადიდებლური რწმენის შემადგენელ ნაწილად იქცა და აღბეჭდილია სახელმწიფო  გერბზე.

წმინდა გიორგის მიმართ პატივის მიგება ქრისტიანობის დასაწყისიდან დღემდე გრძელდება. შუა საუკუნეებში,  წლის ყველა დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოიშვა წმინდა გიორგის 365 ლოცვა, ასევე  საქართველოს ყველა რეგიონში წმინდა გიორგის პატივსაცემად ტაძარია აგებული.  

11
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ჩინური პრეპარატით აიცრა

75
(განახლებულია 21:55 05.05.2021)
ლაშა ხუციშვილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობიდან მეორეა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩინური წარმოების პრეპარატით ჩაიტარა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. მინისტრმა ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა.

ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ ვაქცინის დასახელებას და მის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც აღნიშნული პრეპარატით აცრა მილიონობით ადამიანმა გაიკეთა. 

„კარგი ვაქცინაა, ჩვენ შეგვიძლია მას ვენდოთ და თამამად გამოვიყენოთ იგი. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინით ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებსაც, რომლებიც რისკ-ჯგუფებში შედიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ჩინური წარმოების Sinopharm-ით ავიცერი, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ვაქცინა ბევრ ქვეყანაში გამოიყენება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ვაქცინა ათასობით ადამიანის სიცოცხლისა და ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

ჩინური წარმოების ვაქცინით აცრა დღეს ასევე გაიკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მასთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარეს უწყების თანამშრომლებმაც. 

საქართველოში 5 მაისიდან ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 47.949 ადამიანს აქვს გაკეთებული.

75