ტესტირება კორონავირუსზე

COVID-19 საქართველოში 9 აპრილის მონაცემები

99
(განახლებულია 16:11 09.04.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 276.426 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.858, კარანტინის რეჟიმშია 233, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.129 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 385 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 777-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 287.183-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 276.426 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 342), გარდაიცვალა – 3.858 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 233, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.129 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 385 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 36.578 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24.438, PCR–ტესტით – 12.140.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,12%, ბოლო 14 დღის – 2,09%, ბოლო 7 დღის – 2,47%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

99
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (519)
ბათუმი

ბათუმში სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე ვაკანსიას შესთავაზებენ

13
(განახლებულია 14:46 15.04.2021)
ფორუმის ფარგლებში, სამსახურის მაძიებლებს  საშუალება ექნებათ გაეცნონ და თავად შეარჩიონ აჭარის შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ბათუმში, 16 აპრილს დასაქმების ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში მომუშავე წამყვანი კომპანიების ვაკანსიები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და დისტრიბუცია, მშენებლობა, სასტუმროების, რესტორნების, სათამაშო ბიზნესი, ჯანდაცვა და სხვ. ფორუმი  პიაცას მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება 16:00 საათზე დასრულდება. 

კომპანიების წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს მიაწვდიან ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის, შრომის პირობების, ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. 20–ზე მეტი კომპანია 400–მდე ვაკანსიას წარმოადგენს.
დასაქმების ფორუმის მთავარი მიზანია – დაინტერესებულ პირებს რეგიონში არსებული ვაკანსიების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში მიაწოდონ. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა სამუშაოს მაძიებელს მოუწოდებს, დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. სააგენტოს ცნობით, პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ.

დასაქმების პირველი სახელმწიფო სამსახური – აჭარის დასაქმების სააგენტო 2011 წელს შეიქმნა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ბათუმში დასაქმების ფორუმი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა კოვიდ–რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

13
სოფიკო შევარდნაძე

„საათობრივად ვიკვებებოდი და დავდიოდი ფეხით 5 კილომეტრს“ - სოფიკო შევარდნაძე ოსულობაზე

30
(განახლებულია 14:13 15.04.2021)
საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი დედა მარტის მიწურულს გახდა. მას ვაჟი შეეძინა. სოფიკომ შვილის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე გაამხილა ორსულობის ამბავი

მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამზე“ ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ორსულობისას რეჟიმზე გააკეთა აქცენტი: საათობრივად იკვებებოდა და ეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ასევე ყოველდღე დადიოდა ფეხით 5 კილომეტრს, უსმენდა კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ელაპარაკებოდა პატარას.

„სრულფასოვნად ვმუშაობდი, ვიღებდი გადაცემებს და მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე გავუშვი ჯგუფი შვებულებაში. არაფერი არ წამიკითხავს, ხანდახან ვუსმენდი ბავშვთა ფსიქოლოგებს და ნეიროქოუჩებს, რათა გამეგო, როგორი მიდგომები და თეორიებია ადრეული აღზრდის მიმართულებით.
მჯეროდა, რომ დანარჩენი თავისით მოვიდოდა, გამოცდილებასთან ერთად“, - ამბობს სოფო.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია. ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.

30
თემები:
ქართველი სელებრითები
გიორგი ღოღობერიძე

გიორგი ღოღობერიძე: ოჯახში ტოლეტანტები ვიყავით...

0
(განახლებულია 14:48 15.04.2021)
გიორგი ღოღობერიძე იხსენებს ბავშვობას და ამბობს, რომ მისი აღზრდა- განათლება მამის დამსახურებაა, რომელსაც სურდა, რომ შვილი მარტო ერთ სფეროში არ ყოფილიყო განსწავლული.

 

გიორგი ღოღობერიძე: ოჯახში ტოლეტანტები ვიყავით...
„ყანა, რომელსაც ვამუშავებდი ხოლმე, ძალიან დიდი იყო და საკმაოდ შორს ჩვენი სახლიდან. როცა ნაგავი გამქონდა, მერე სიმინდს ვთესავდი, შემდეგ მიწას აზოტის დაყრა სჭირდებოდა. ამ სამუშაოს სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ვაკეთებდი“, - იხსენებს გიორგი ღოღობერიძე.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე: „მამა მეზღვაური იყო და მას წელიწადში მხოლოდ ორ თვეს ვხედავდი სახლში. მერე მან უარი თქვა ყველაფერზე. ის ტელეწამყვანი გახდა და აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. ჟურნალისტობიდან სამოქალაქო სფეროში გადაინაცვლა და დღეს ადვოკატია.“

0