თიკა ჯამბურია

„ნახეთ როგორი ხედია...“ თიკა ჯამბურიას ყოფილმა ქმარმა სახლი აჩუქა ვიდეო

5946
(განახლებულია 21:50 08.04.2021)
ცნობილ მომღერალს ყოფილ მეუღლესთან და მის ოჯახთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ნახეთ სად იშენებს სახლს თიკა.

პოპულარული მომღერალი სახლს იშენებს თბილისის ისტორიული ხედით. როგორც მომღერლის „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებული ვიდეოდან ხდება ცნობილი, სახლს ის კომპანია აშენებს, რომელიც მის ყოფილ მეუღლეს ბექა ხოფერიას ეკუთვნის. როგორც ჩანს, ბექამ შვილს და ყოფილ ცოლს სახლი აჩუქა. „ჩემი ახალი სახლი“ – დააწერა თიკამ ვიდეოს.

ცნობილი მომღერალი ერთი თვის წინ 30 წლის გახდა და დაბადების დღის აღნიშვნა მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მომღერალმა არჩევანი მინიმალისტურ სუფრაზე შეაჩერა და საუკეთესო ხედი აირჩია.

პოპულარული მომღერალი რამდენიმე თვეა საუკეთესო ფორმაშია. ზედმეტ კილოგრამებს აქტიურად ებრძვის დაბალანსებული კვებით და ფეხით სიარულით. უახლეს ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა არტისტი.

აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავმა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართა. ახლა მის რაციონში მხოლოდ ნატურალური საკვებია. „საკუთარ თავზე მუშაობა რომ დავიწყე და წონაში დავიკელი, ხალხისგან მოწონება დავიმსახურე და მეტად თავდაჯერებული გავხდი. ახლა, სიმართლე რომ გითხრათ, საკუთარი თავი ძალიან მომწონს“, – აღნიშნა თიკამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ძველი თუ ახალი სიმღერები სხვადასხვა თაობის მსმენელმა ზეპირად იცის. პოპულარულ მომღერალს სკანდალური ცხოვრება აქვს, ეკრანებზე კი თითქმის აღარ ჩნდება. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის გვერდი გაააქტიურა. წლების წინ მისი ვიდეოკლიპები და სიმღერები მოწინავე ადგილს იკავებდა. ახლა თიკა ქალიშვილის აღზრდითაა დაკავებული და ერთადერთ შვილს დიდ ენერგიას უთმობს.

5946
თემები:
ქართველი სელებრითები (203)
ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი

„მეგრელებო, ყურადღებით მოუსმინეთ...“ - ნანიკო ხაზარაძემ მეუღლესთან ერთად მეგრულად იმღერა

26
(განახლებულია 11:48 14.04.2021)
ნანიკო ხაზარაძე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ტელეწამყვანის პოზიტიური ხასიათი გადამდებია

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, რომელსაც მეუღლესთან, ფსიქოლოგ ლევან მათითაშვილთან ერთად რადიოგადაცემა მიჰყავს, მეგობარს დაბადების დღის მილოცვის ნიშნად მეგრულად უმღერა. „მეგრელებო, ყურადღებით უსმინეთ“ - მოუწოდებს ნანიკო სოციალური ქსელის მომხმარებლებს და სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა ლევან მათითაშვილმა სიყვარულის ისტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრეს. „იმედის დღეში“ წყვილმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდანვე ბევრი საერთოს მიუხედავად, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მუდმივად ადევნებდა ნანიკოს ცხოვრებას თვალს. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ნანიკომ კი ლევანს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მასთან გადაცემაში ლევანის ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი მივიდა და მაშინ ლევანს მისწერა, თქვენ ძმები ხომ არ ხართო.

ნანიკო იხსენებს, რომ სწორედ მას შემდეგ დაიწყო მას და ლევანს შორის აქტიური საუბარი სოციალურ ქსელში, რომელმაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. წყვილი 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა და ახლა ერთად რადიოგადაცემასაც უძღვებიან.

26
თემები:
ქართველი სელებრითები (203)
Логотип компании Georgian Water and Power (GWP)

თბილისსა და მცხეთაში GWP-ის სერვის–ცენტრები მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადიან

18
(განახლებულია 14:22 14.04.2021)
კომპანია 15 აპრილიდან სერვის–ცენტრების მუშაობას აჩერებს და აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის თბილისისა და მცხეთის სერვის–ცენტრებში 15 აპრილიდან მოქალაქეების ვიზიტი შეიზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

კომპანიის ცნობით, ქვეყნაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, აბონენტები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.

მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა ცხელი ხაზის (2 931111) მეშვეობითაც.

 

 

18
მართლმსაჯულება

სასამართლომ დავით კოდუას პატიმრობა შეუფარდა

0
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენს  ბრალი 13 აპრილს წარუდგინა.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

პოლიციამ საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა 12 აპრილს, მეუღლის შეტყობინების საფუძველზე დააკავა. 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად გირაოს შეფარდებას, ბრალდების მხარე კი დაკავებულის პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ სრულად გაიზიარა.

როგორც ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ოჯახურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, კონფლიქტი მისმა მეუღლემ დაიწყო, თავად კი კონფლიქტისგან თავის არიდებას ცდილობდა.

„არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, ემოციებით დატვირთული ქალი იყო და ეჭვიანობის ნიადაგზე გაუგებრობა მოხდა“, - განაცხადა კოდუამ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში