ეპიდემია საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

108
(განახლებულია 16:23 08.04.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 761-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 286.406-ს მიაღწია.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 761 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 434 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 77, აჭარა – 67, იმერეთი – 59, გურია – 33, შიდა ქართლი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 23, ქვემო ქართლი – 20, კახეთი – 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 2. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 276.084-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 9 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.849-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 6.447 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.045 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 992, აჭარაში – 312, იმერეთში – 313.

346 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 62 პირი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 314 ადამიანი, მათ შორის 196 – თბილისში, 113 – აჭარაში. 4.088 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 229 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 106, ხოლო აჭარაში – 35. თვითიზოლაციაში იმყოფება 11.270 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5.031 პირი, აჭარაში – 1.754, იმერეთში – 975.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 761-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 286.406-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

108
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (514)
პოლიცია

პროტესტი გრძელდება: რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართეს

10
(განახლებულია 14:08 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა  რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ რკინის ღობე აღმართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაებისთვის ხელი შეეშალათ. ახლა პროტესტის ნიშნად აქტივისტები რკინის ღობეებს მუშტებს ურტყამენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. რადგანაც გამოიდარა, აქტივისტები დღეს უფრო მასშტაბურ აქციას გვპირდებიან და მათ, შესაძლოა, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ.

გასულ ღამეს რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

10
ნუცა ბუზალაძე

„მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც...“ - ნუცა ბუზალაძე გათხოვებაზე საუბრობს

15
(განახლებულია 11:36 14.04.2021)
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ფიქრობს, რომ ოჯახის შექმნისთვის ქალიც და კაციც შემდგარი პიროვნება უნდა იყოს, რადგან ეს არის მყარი ოჯახის გარანტი

ნუცა ბუზალაძე „იმედის დღეში“ მიიწვიეს იმაზე სასაუბროდ, თუ როდისაა კარგი ოჯახის შექმნა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი აზრით, იდეალური ოჯახი მაშინ იქმნებოდა, როდესაც ორივე ადამიანი შემდგარია პროფესიულად. ნუცა ფიქრობს, რომ გათხოვება 30 წლის ასაკის შემდეგ არის კარგი.

მომღერლის თქმით, ორივე ადამიანი უნდა იყოს შემდგარი, როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამენ, რადგან გოგონები იმის გამოც თხოვდებიან, რომ სახლი არ აქვთ და უნდათ, სადმე თავი შეაფარონ. როცა გააზრებულად დგამ ამ ნაბიჯს და იცი, რომ შენ ეს გინდა, ასეთი ოჯახები უფრო არ არის განწირული.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

„მე ძალიან დიდხანს მიყვარს გამოცდა. ზოგადად კი, მგონია, რომ საკუთარ პროფესიაზე ვარ შეყვარებული და მაგაზე ვარ გადარეული. უკვე იმდენად მისაღები გახდა ერთად ყოფნა და შეყვარებულებად ყოფნა, რომ აღარ ჩქარობენ. უკვე მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც. ხომ არ დაკარგავენ შვილიშვილებს ამის გამო. მე, იცით, როგორი აზროვნება მაქვს? რადგან ერთხელ ვცხოვრობთ, მინდა, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ასე ფიქრობს ბევრი გოგო და ბიჭიც დღეს…“, - ამბობს მომღერალი.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.

15
თემები:
ქართველი სელებრითები