„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 8 აპრილს

© Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, V მიკრორაიონების, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყაროთუბნის, ხევისპირის, ჯაბიძის, მწვანე, შულენბერგის, ფარსმან II ქველის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ხიზაბავრის, შეშელიძის, ვასაძის, იპოლიტოვ-ივანოვის, მარსელის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქვემო ვეძისის დასახლების, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, მეფე მირიანის, დავარის, შარტავას და გოთუას ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის, ნადარეიშვილის, კამანის, ნუცუბიძის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IX კვარტლის მოსახლეობას.

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების II მიკრორაიონის, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს დასახლების, ქიზიყის, ფრანგულიანის, ღლონტის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, კაკაბაძის, კერესელიძის და მესხის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0