როდის დაიწყებს საქართველო ჩინური ვაქცინის გამოყენებას

© REUTERS / ATHIT PERAWONGMETHAვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას ელოდება.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. გადაწყვეტილებას, თუ როდის დაიწყება ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის გამოყენება, ვაქცინაციის ინტერსექტორული კომიტეტის სხდომა მიიღებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამყრელიძე: ჩინურ ვაქცინა Sinopharm-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს

საქართველომ 3 აპრილს ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. როგორც ადრე ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, Sinopharm-ს ჯერ არ მიუღია ჯანმოს ავტორიზაცია, ამიტომაც იმუნიზაციის პროცესში აღნიშნული პრეპარატის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, როცა ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს. საქართველო ასევე ელოდება Sinovac-ის ვაქცინას, რომელსაც ჩინეთიდან უსასყიდლოდ მიიღებს.

გამყრელიძის განმარტებით, სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართება, ასევე იმსჯელებენ ვაქცინაციის მიზნობრივი რისკ-ჯგუფების გაფართოების საკითხზე.

„Sinopharm-ის კომპანიასთან, მის სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ტელეკონფერენცია გვქონდა. ბევრი კითხვა დავსვით და ბევრი საკითხი გავარკვიეთ. ვაქცინაციის საბჭოზე ვიმსჯელებთ, თუ რა სტრატეგიას აირჩევს ქვეყანა ჩინური ვაქცინით იმუნიზაციის დაწყების თვალსაზრისით – დაველოდებით ჯანმოს ავტორიზაციას თუ არა“, – განაცხადა გამყრელიძემ. 
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
ვაქცინა უსასყიდლოდ: საქართველო ჩინეთიდან Sinovac-ს ელოდება

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის Sinopharm-ის ვაქცინა არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება, არამედ მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში მთლიანობაში გამოყენებულია ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზა. აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღიარებული.

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

ყველა ახალი ამბავი
0