Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ღამღამობით მესიზმრებოდა დედა“ – დიანა ღურწკაიას მძიმე ბავშვობა თბილისის ინტერნატში

© photo: Sputnik / Evgenia Novozheninaდიანა ღურწკაია
დიანა ღურწკაია - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
ალბათ ყველამ არ იცის, რომ ცნობილი მომღერალი ინტერნატში იზრდებოდა და ამის გამო მშობლებზე განაწყენებული იყო.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ რუსეთში აღიარებული ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია ბავშვობიდან სკოლა-ინტერნატში იზრდებოდა. პატარა გოგონასთვის ძალიან მძიმე იყო დედ-მამასთან თვეობით განშორება და უცხო ადამიანების გვერდით ცხოვრება.

დიანამ რამდენიმე წლის წინ რუსი მაყურებლისთვის თბილისში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში განვლილი ეს მძიმე დღეები გაიხსენა. დედასთან დაშორებით გამოწვეული უსინათლო პატარა გოგონას განცდები ყოველკვირეული შოუს Ты не поверишь! თემად იქცა.

დიანა ღურწკაია ჟურნალისტებთან ერთად თავად ეწვია ავლაბარში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატს და კამერის წინ თვალცრემლიანმა გაიხსენა ის 11 წელი, რომელიც მშობლებისგან შორს, სკოლის კედლებში გაატარა.
„ღამღამობით მესიზმრებოდა დედა, გაღვიძებისთანავე კი ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. კარადაში შენახულ ჩემოდანს ოდნავ ვხდიდი თავს, რომ სახლის სურნელი შემეყნოსა. მერე სწრაფად ვხურავდი, რათა ეს სუნი ჩემოდნიდან მთლიანად არ გამქრალიყო. ამ კედლებში თავმოყრილია ყველაფერი – ცრემლებიც, სიხარულიც, ბედნიერებაც და მონატრებაც", – აცხადებდა მომღერალი ვიდეოსიუჟეტში.

НТВ-ს ჟურნალისტებმა შოუსთვის დიანას მამა გუდუ ღურწკაიაც ჩაწერეს. „ეს სკოლა რომ არა, დიანას განათლების მიღებისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა არ მიეცემოდა. რადგან ასე ვიტანჯებოდით მთელი ოჯახი, ერთხელ წამოვიყვანეთ სახლში და გადავწყვიტეთ სწავლა შეეწყვიტა, მაგრამ მასწავლებლებმა ჩამოაკითხეს და მალე უკან დავაბრუნეთ", – გაიხსენა გუდუ ღურწკაიამ.

ინტერნატში მისულმა მომღერალმა ნაცნობი შენობა ერთხელ კიდევ დაათვალიერა და კამერის წინ ბევრი რამ გაიხსენა. ისიც, თუ როგორ არწმუნებდა მუსიკის მასწავლებელი, რომ მუსიკალურ სფეროში ვერაფერს მიაღწევდა. ყველაფრის მიუხედავად, მშობლების გადაწყვეტილებას დიანა გამართლებულად მიიჩნევს, ვინაიდან რომ არა სკოლა-ინტერნატი, არავინ იცის, მოხვდებოდა თუ არა დიდ სცენაზე. ამჟამად მომღერალი მოსკოვში ცხოვრობს მეუღლესთან – პიოტრ კუჩერენკოსთან და ორ ვაჟთან ერთად და თავს ბედნიერად გრძნობს.

ყველა ახალი ამბავი
0