ვაქცინაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში

რომელი ვაქცინით აიცრება ამირან გამყრელიძე

183
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება მათთვის, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, ვირუსის დადასტურებიდან მხოლოდ 120 დღის შემდეგ არის ნებადართული.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სავარაუდოდ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრება და ამას პირდაპირ ეთერში გააკეთებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ერთ-ერთმა პირველმა იმიტომ ვერ გაიკეთა, რომ ვაქცინაცია მათთვის, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, ან ახლა აქვს,  ვირუსის დადასტურებიდან მხოლოდ 120 დღის შემდეგ არის ნებადართული.

„მე 29 დეკემბერს დამიდასტურდა კოვიდი. ორი კვირა გავატარე სახლში. ჩვენი რეგულაციით, კოვიდგადატანილებს პირველი დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ შეუძლიათ აცრა. ამიტომ, რომ გავა 120 დღე, ეს იქნება თუ არ ვცდები აპრილის ბოლოს, ნამდვილად პირდაპირ ეთერში ავიცრები. არ გამოვრიცხავ, რომ ჩინური ვაქცინით ავიცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო. ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი, რომელიც ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია. კომპანია Sinopharm-მა ვაქცინა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ჩინური წარმოშობის კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეისყიდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებში ელოდება, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, თუ როდის დაიწყება საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და 6 აპრილის მონაცემებით ჯამურად სულ აცრილია 12.846 ადამიანი.

183
გელათი

სააგენტო გელათის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9
(განახლებულია 15:11 19.04.2021)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტების შენახვისას გულგრილობაში დაადანაშაულეს

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტების მუზეუმში გადატანა დაფინანსების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.

გუშინ რამდენიმე მედია–საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა  სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ისტორიული ობიექტები სათანადო წესით არ შეინახეს. ჟურნალისტების განმარტებით, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს. 

წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და არტეფაქტები დაფიქსირდა.  ეს არის ახალი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეების  დროინდელი ქვევრსამარხი, ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა სათანადო წესით ობიექტების კონსერვაცია უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 „პროცესი მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა. აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, ამავდროულად, განათხარი არეალი ჰიდროლოგიურად გარკვეულ რისკს უქმნიდა წმინდა

9
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ლაბორატორია

სამეგრელოს რეგიონში ეპიდვითარება მძიმდება

23
(განახლებულია 14:04 19.04.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 56-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 15 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 80 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 273 პაციენტია მოთავსებული, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 155 კოვიდ-პაციენტი გადის, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 50 პაციენტი, მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დისტანციურ სწავლებაზე 27 სკოლა და 26 კლასი იმყოფება. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების გამო რეგიონის მასშტაბით 20 საბავშვო ბაღი დაიხურა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.936-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

 

23