Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამაზე მარიამთანაც ვერ ვსაუბრობ...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ამბავზე, რომელიც ვერ გადალახა

© courtesy of Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
ნანუკა ჟორჟოლიანი გულწრფელობით გამოირჩევა. ბაია დვალიშვილთან ინტერვიუში ტელეწამყვანმა იმ ცხოვრებისეულ სირთულეზე ისაუბრა, რომელსაც გაურბის

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბაია დვალიშვილთან თავისი ცხოვრების ბოლო ტრაგედიაზე ისაუბრა, რაც დედის გარდაცვალებას უკავშირდება. ტელეწამყვანმა ეს მძიმე მომენტი ვერ გადალახა და ამბობს, რომ ამ მოგონებებიდან სულ გარბის.

ტელეწამყვანის თქმით, ეს თემა ჩაკეტილი აქვს და ამაზე საკუთარ შვილთან, მარიამთანაც კი არ საუბრობს. „ყველაფერს ვაკეთებ, რომ არ გამახსენდეს. რაღაცნაირი დიდი შავი ხვრელია. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ შავმა ხვრელმა ჩემს ცხოვრებაში არ იარსებოს. გავრბივარ… ყველა მოგონებიდან გავრბივარ… არ არსებობდა ამბავი, მას არ სცოდნოდა, ბოლო წუთამდე, სინამდვილეში მე და დაჯი, პარადოქსია, მაგრამ არ ვიყავით მასთან ახლოს“, - იხსენებს ჟორჟოლიანი.

ცნობილ ჟურნალისტს დედა გასული წლის ივლისში გარდაეცვალა. დარეჯან დაუშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა, რომლის შესახებაც ოჯახმა მის გარდაცვალებამდე ხუთი თვის წინ გაიგო.

ნანუკა პირველად სტუდენტობისას დაოჯახდა. პირველ ქალიშვილთან ერთად ლექციებს ესწრებოდა და გადაღებებზე დადიოდა. იხსენებს, რომ პირველი ოჯახის დანგრევის წინააღმდეგი მამა იყო, რომელსაც ირგვლივ მყოფთა რეაქციების ერიდებოდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ხმამაღლა არაერთხელ ისაუბრა საკუთარ გადაცემასა და სხვა თოქ-შოუებში.

ყველა ახალი ამბავი
0