ყიფშიძის ქუჩაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დამონტაჟდა

© photo: courtesy of Tbilisi City Hallმიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები
მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
მერიის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები დაიდგმება.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები ყიფშიძის ქუჩაზე დამონტაჟდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

ახალი მიწისქვეშა კონტეინერების დამონტაჟება - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2020
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე 90 ერთეული მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი გასულ წელს დამონტაჟდა.

მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. კონტეინერი აღჭურვილია ხუფით ქვეითების უსაფრთხოებისთვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

თბილისში მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟს შპს „ჯი-თი გრუპი“ ახორციელებს.

როგორც ადრე თბილისის მერიაში განაცხადეს, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ეტაპობრივად დამონტაჟდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება.

ყველა ახალი ამბავი
0