სმარტფონი

საქართველოში ვაქცინაციის შესახებ ფეიკ-ნიუსების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო

70
(განახლებულია 14:29 06.04.2021)
პროგრამა FactChat სოციალურ ქსელებში ვაქცინაციისა და ვაქცინების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას შეამოწმებს.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოში შეიქმნა პროგრამა FactChat, რომლის მიზანიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებაა. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესში მედპერსონალი ჩაერთო, თუმცა, ვაქცინის გაკეთების მსურველი არცთუ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა. კორონავირუსის ვაქცინისადმი საზოგადოების უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის მედდა გარდაიცვალა. ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 ათასზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული, რაც, სპეციალისტების აზრით, საკმარისი არაა. საჭირო ეფექტის – კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად დღეში არანაკლებ 3 ათასი ადამიანის აცრაა საჭირო, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 1 ათასზე ოდნავ მეტია.

„დეზინფორმაცია ვირუსივით ვრცელდება, ხოლო როცა ვაქცინის შესახებ ტყუილი ვრცელდება, ვრცელდება თავად ვირუსიც“, – მიაჩნია საქართველოს რეფორმების ასოციაციას, რომელიც ინოვაციური პროექტის Factcheck.ge-ს ავტორია.

Factcheck.ge-მ დაიწყო კამპანია #შეაჩერეგავრცელება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ჩატ-ბოტი FactChat. ბოტის მიზანია, მარტივად მიაწოდოს მომხმარებელს სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია და თავადაც ასწავლოს, როგორ ამოიცნოს პროპაგანდა თუ ყალბი ისტორია.

პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კორონავირუსისა და კოვიდ-ვაქცინის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციას. აქ ერთად არის თავმოყრილი ყველა სასარგებლო ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ და ყველაზე გავრცელებულ მითები ვაქცინის შესახებ. 

პროგრამა FactChat საგანმანათლებლო ფუნქციასაც ითავსებს – სახალისო ფორმატში სხვადასხვა აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენებით მომხმარებლებს აცნობს მეთოდებს, რომლებიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყენება. ამასთან, მომხმარებელს ასწავლიან, როგორ არ უნდა მოტყუვდნენ.

„მოსახლეობის მუდმივად ობიექტური ინფორმირებულობა დეზინფორმაციის მიმართ იმუნიტეტს ზრდის. გვსურს რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ამ თემაზე, რათა ქართული საზოგადოება გახდეს უფრო იმუნური და შეცდომაში არ შეიყვანოს იმ პროპაგანდისტულმა გზავნილებმა, რომლებსაც ასე აქტიურად ავრცელებენ ჩვენი მოწინააღმდეგეები“, – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

Factcheck.ge-ის გუნდი ასევე ეძებს და ამოწმებს სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram) გავრცელებულ ყალბ ამბებს.

Factcheck.ge საერთაშორისო ქსელის (International Fact-Checking Network - IFCN) წევრი და Facebook-ის პარტნიორია.

იმისთვის, რომ ყალბი ამბის გავრცელება შეაჩეროს, მომხმარებელს შეუძლია ბმული ბოტს გაუგზავნოს. Factcheck.ge-ს გუნდი შეამოწმებს ბმულს და შეგატყობინებთ, სანდოა თუ არა ინფორმაცია.

70
პოლიცია

პროტესტი გრძელდება: რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართეს

7
(განახლებულია 14:08 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა  რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ რკინის ღობე აღმართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაებისთვის ხელი შეეშალათ. ახლა პროტესტის ნიშნად აქტივისტები რკინის ღობეებს მუშტებს ურტყამენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. რადგანაც გამოიდარა, აქტივისტები დღეს უფრო მასშტაბურ აქციას გვპირდებიან და მათ, შესაძლოა, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ.

გასულ ღამეს რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

7
ნუცა ბუზალაძე

„მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც...“ - ნუცა ბუზალაძე გათხოვებაზე საუბრობს

15
(განახლებულია 11:36 14.04.2021)
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ფიქრობს, რომ ოჯახის შექმნისთვის ქალიც და კაციც შემდგარი პიროვნება უნდა იყოს, რადგან ეს არის მყარი ოჯახის გარანტი

ნუცა ბუზალაძე „იმედის დღეში“ მიიწვიეს იმაზე სასაუბროდ, თუ როდისაა კარგი ოჯახის შექმნა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი აზრით, იდეალური ოჯახი მაშინ იქმნებოდა, როდესაც ორივე ადამიანი შემდგარია პროფესიულად. ნუცა ფიქრობს, რომ გათხოვება 30 წლის ასაკის შემდეგ არის კარგი.

მომღერლის თქმით, ორივე ადამიანი უნდა იყოს შემდგარი, როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამენ, რადგან გოგონები იმის გამოც თხოვდებიან, რომ სახლი არ აქვთ და უნდათ, სადმე თავი შეაფარონ. როცა გააზრებულად დგამ ამ ნაბიჯს და იცი, რომ შენ ეს გინდა, ასეთი ოჯახები უფრო არ არის განწირული.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

„მე ძალიან დიდხანს მიყვარს გამოცდა. ზოგადად კი, მგონია, რომ საკუთარ პროფესიაზე ვარ შეყვარებული და მაგაზე ვარ გადარეული. უკვე იმდენად მისაღები გახდა ერთად ყოფნა და შეყვარებულებად ყოფნა, რომ აღარ ჩქარობენ. უკვე მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც. ხომ არ დაკარგავენ შვილიშვილებს ამის გამო. მე, იცით, როგორი აზროვნება მაქვს? რადგან ერთხელ ვცხოვრობთ, მინდა, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ასე ფიქრობს ბევრი გოგო და ბიჭიც დღეს…“, - ამბობს მომღერალი.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.

15
თემები:
ქართველი სელებრითები