COVID-19 საქართველოში – 6 აპრილის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 275.220 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.832, კარანტინის რეჟიმშია 191, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.892 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 269 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 897-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 284.958-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 275.220 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 196), გარდაიცვალა – 3.832 (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 191, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.892 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 269 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 24.592 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.536, PCR–ტესტით – 6.056.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 1,94%, ბოლო 7 დღის – 2,32%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0