მეწყერი გზაზე

უშგულში გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა

78
შეზღუდვები ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალიდან სოფელ უშგულამდე საავტომობილო გზაზე გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

შეზღუდვები ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის (171-186-ე კმ) მონაკვეთზე ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის 6 აპრილს 10:00 საათზე გაიხსნება.

78
Логотип компании Georgian Water and Power (GWP)

თბილისსა და მცხეთაში GWP-ის სერვის–ცენტრები მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადიან

9
(განახლებულია 14:22 14.04.2021)
კომპანია 15 აპრილიდან სერვის–ცენტრების მუშაობას აჩერებს და აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის თბილისისა და მცხეთის სერვის–ცენტრებში 15 აპრილიდან მოქალაქეების ვიზიტი შეიზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

კომპანიის ცნობით, ქვეყნაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, აბონენტები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.

მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა ცხელი ხაზის (2 931111) მეშვეობითაც.

 

 

9
დისტანციური სწავლება

ფოთში სასწავლო პროცესი შეწყდა: სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ

19
(განახლებულია 14:14 14.04.2021)
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.085 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 120 სამეგრელო–ზემო სვანეთში  დაფიქსირდა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში  გაზრდილი ინფიცირების შემთხვევის გამო, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, იუწყება პირველი არხი.

ფოთის რესურს–ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთის მასშტაბით 11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა ონლაინ–ფორმატში ორი კვირის ვადით გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

„აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. სასწავლო დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები და სკოლის ადმინისტრაციები მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებენ“, – განაცხადა რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა ქორქიამ.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.

19
თემები:
განათლება საქართველოში