ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარის გამო ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის მოსმენა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა, იუწყება ტელეკომპანია Formula

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ვინ აპირებს ნიკა მელიას გირაოს გადახდას 

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. დაცვის მხარე ამ შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

„ჩაინიშნა საქმის არსებითი განხილვა. წინასწარ უცნობია, ამ პროცესზე მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებას გადახედავს თუ არა. რამდენადაც ეს პირველი პროცესია, ჩვენ ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შუამდგომლობას დავაყენებთ. ასევე ჩვენ მოვითხოვთ, რომ ნიკა მელიას პროცესზე დასწრების უფლება მიეცეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 11:00 საათზეა დაგეგმილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მელიას მომხრეები და ოპოზიციის ლიდერები „ნაცმოძრაობის“ სათავო ოფისში შეიკრიბნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის მელიას დაკავების პროცესში.

მეორე დღეს, 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. ოპოზიციის ლიდერის დაკავების სპეცოპერაცია პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ, 23 თებერვალს ჩატარდა.

ნიკა მელიას დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების საფუძველი გახდა. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პატიმრობიდან გათავისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.

ყველა ახალი ამბავი
0