საქართველოს სკოლებში კოვიდ-რეგულაციების დაცვაზე კონტროლი მკაცრდება

© photo: Sputnikთერმოსკრინინგი სკოლებში
თერმოსკრინინგი სკოლებში - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
განათლების სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციებს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში შეძლონ.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით სკოლებში მონიტორინგს აძლიერებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თერმოსკრინინგი სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გურიის რეგიონის რამდენიმე სკოლა და საბავშვო ბაღი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0,03%-ს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვასთან დაკავშირებით კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება.

გარდა ამისა, სახელმწიფოს დაფინანსებით ინტენსიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის სისტემატური ტესტირება.

4 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასი იმყოფება. 

სკოლის მერხები - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ორი დღის წინ საქართველოს მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 სკოლა იმყოფებოდა. აქედან 15 სკოლა ორშაბათიდან სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებს.

„ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 80 მასწავლებელი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ გავრცელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განათლების სამინისტროს მონაცემებით, ინფექციის პრევენციისთვის საჭირო საშუალებებით საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა მაქსიმალურად არის მომარაგებული.

როგორც ადრე უწყებაში განმარტეს, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მეორე სემესტრი სკოლების შენობებში და არა დისტანციურად დასრულდეს.

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0