ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 5 აპრილის მონაცემები

75
(განახლებულია 15:20 05.04.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 275.024 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.822, კარანტინის რეჟიმშია 219, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.876 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 218 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 228-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 284.061-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 275.024 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 425), გარდაიცვალა – 3.822 (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 219, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.876 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 218 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 9.211 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5.090, PCR–ტესტით – 4.121.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,1%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

75
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (528)
გელათი

სააგენტო გელათის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

15
(განახლებულია 15:11 19.04.2021)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტების შენახვისას გულგრილობაში დაადანაშაულეს

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტების მუზეუმში გადატანა დაფინანსების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.

გუშინ რამდენიმე მედია–საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა  სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ისტორიული ობიექტები სათანადო წესით არ შეინახეს. ჟურნალისტების განმარტებით, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს. 

წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და არტეფაქტები დაფიქსირდა.  ეს არის ახალი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეების  დროინდელი ქვევრსამარხი, ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა სათანადო წესით ობიექტების კონსერვაცია უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 „პროცესი მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა. აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, ამავდროულად, განათხარი არეალი ჰიდროლოგიურად გარკვეულ რისკს უქმნიდა წმინდა

15
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ლაბორატორია

სამეგრელოს რეგიონში ეპიდვითარება მძიმდება

25
(განახლებულია 14:04 19.04.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 56-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 15 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 80 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 273 პაციენტია მოთავსებული, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 155 კოვიდ-პაციენტი გადის, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 50 პაციენტი, მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დისტანციურ სწავლებაზე 27 სკოლა და 26 კლასი იმყოფება. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების გამო რეგიონის მასშტაბით 20 საბავშვო ბაღი დაიხურა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.936-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

 

25
მიკროფონი

ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ

0
(განახლებულია 15:34 19.04.2021)
ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია  პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ
„საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყებას ჯერ არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს საერთო ოპოზიციური შეთანხმების საკითხია. „გირჩის“ გეგმის შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შევდივართ. თუმცა, ცხადია არ ვღებულობთ მონაწილეობას არც საკანონმდებლო პროცესში, არ ვიღებთ არც ხელფასებს, არც პრემიებს. პარლამენტის შენობიდან უფრო მარტივი გვგონია ქართული ოცნების შეწუხება რომელიმე საკითხზე“, - ამბობს ხვიჩია.

გასულ კვირაში „გირჩმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.

0