თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 464 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში 243 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 2,97%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 1,85%-ს, ბოლო 7 დღის - 2,01%-ს. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარაა, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 57, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 49, იმერეთი – 28, გურია – 28, შიდა ქართლი – 23, ქვემო ქართლი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 10, კახეთი – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5.397, საიდანაც, 1.822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 853, აჭარაში – 266, იმერეთში – 306.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 342 პირი, მათ შორის, თბილისში – 147, აჭარაში – 37, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – სამი, იმერეთში – ექვსი.
231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 141 – თბილისში, 85 – აჭარაში.
3.344 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 13. სულ 6 ოქტომბრიდან – 3 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 979 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 110 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 098 პირი, აჭარაში – 1 182, იმერეთში – 1 000.
ბოლო მონაცემებით, ჯამურად აიცრა 10.845 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 1.110).
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 464-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 283.833-ს მიაღწია, გარდაიცვალა – 3.811 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 7). საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, რომელსაც მეუღლესთან, ფსიქოლოგ ლევან მათითაშვილთან ერთად რადიოგადაცემა მიჰყავს, მეგობარს დაბადების დღის მილოცვის ნიშნად მეგრულად უმღერა. „მეგრელებო, ყურადღებით უსმინეთ“ - მოუწოდებს ნანიკო სოციალური ქსელის მომხმარებლებს და სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.
View this post on Instagram
ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა ლევან მათითაშვილმა სიყვარულის ისტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრეს. „იმედის დღეში“ წყვილმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდანვე ბევრი საერთოს მიუხედავად, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
View this post on Instagram
ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მუდმივად ადევნებდა ნანიკოს ცხოვრებას თვალს. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ნანიკომ კი ლევანს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მასთან გადაცემაში ლევანის ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი მივიდა და მაშინ ლევანს მისწერა, თქვენ ძმები ხომ არ ხართო.
View this post on Instagram
ნანიკო იხსენებს, რომ სწორედ მას შემდეგ დაიწყო მას და ლევანს შორის აქტიური საუბარი სოციალურ ქსელში, რომელმაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. წყვილი 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა და ახლა ერთად რადიოგადაცემასაც უძღვებიან.
თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის თბილისისა და მცხეთის სერვის–ცენტრებში 15 აპრილიდან მოქალაქეების ვიზიტი შეიზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
კომპანიის ცნობით, ქვეყნაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, აბონენტები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.
მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა ცხელი ხაზის (2 931111) მეშვეობითაც.