Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რატომ არ იყო ჯანეტი გიორგი გასვიანის ქორწილში – ნოე სულაბერიძის სკანდალური პასუხი

© Photo: Noe Sulaberidze / FBნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
გამოწერა
გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ჯვრისწერას თითქმის მთელი ქართული ბომონდი ესწრებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქორწილში არ იყო ჯანეტ ქერდიყოშვილი.

ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა რჩეულმა მარიტა მელიქიშვილმა 23 იანვარს ჯვარი დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს, რომელსაც ქართული ბომონდის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა. აღმოჩნდა, რომ სტუმრებს შორის არ იყო მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი.

სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს „ფოლოვერებმა“ ჯანეტის მეუღლეს, პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს. პასუხმაც არ დააყოვნა: „ჯანეტს გიორგი არ უყვარს“ – დაწერა ნოემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“. ნოემ, დიდი ალბათობით, იხუმრა, თუმცა რეალური მიზეზი არც ჯანეტს გაუმხელია.

მარიტა მელიქიშვილის და გიორგი გასვიანის წყვილი ურთიერთობას დიდხანს საიდუმლოდ ტოვებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეგობრებთან აქტიურად დაიწყეს ერთად სიარული, მათი სიყვარულის ამბავიც გამჟღავნდა. ცოტა ხნის წინ კი მსახიობმა მის ცხოვრებაში არსებული სიახლის შესახებ „პრაიმშოუში” ისაუბრა და საზოგადოებას მარიტა წარუდგინა. მარიტამ და გიორგიმ ერთმანეთი გასულ ზაფხულს გაიცნეს.

 

მასალა განახლებულია. პირველადი ვერსია გამოქვეყნდა 2021 წლის 5 თებერვალს.

ყველა ახალი ამბავი
0