სკოლის მერხები

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

50
არის თუ არა შენობა ავარიული და იქნება თუ არა ადგილზე სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელი - ამას ექსპერტიზა დაადგენს.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი შენობის კედლებზე გაჩენილი ბზარებია. როგორც რესურსცენტრში აცხადებენ, ბოლო დროს სკოლის კედლებზე ბზარების რაოდენობა და ზომა საგრძნობლად გაიზარდა.

„ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა სკოლა ავარიული და რამდენ ხანში არის შესაძლებელი სასწავლო პროცესის აღდგენა“, - განაცხადა ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა დავითაძემ.

შენობა 1965 წელს არის აშენებული. ბათუმის მე-16 სკოლაში 882 მოსწავლე სწავლობს.

50
ტურისტები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

19
დღეს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3 პროცენტს მიუახლოვდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 818 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 465 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 75, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, კახეთი - 25, გურია - 18,  მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4,35%, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.915-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.939-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371.

512 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 67, იმერეთში - 6, აჭარაში - 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16.452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.317 პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.180.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 818-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

19
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი

სამთვიანი პაუზის შემდეგ Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის რეისები განაახლა

13
რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. რეისის მგზავრებს კი ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. სამთვიანი პაუზის შემდეგ უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა, ნათქვამია საქართველო აეროპორტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

პირველი რეგულარული ფრენა წუხელ ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით განხორციელდა. რეისი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. ეს ქუთაისის განახლებული აეროპორტისთვის პირველი პირდაპირი რეგულარული რეისია.

განახლებულ აეროპორტში რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, პირველი რეისის მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ქუთაისის აეროპორტი განახლდა, დასრულდა ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები და დღეიდან ის უკვე მგზავრებს მასპინძლობს. ტერმინალი ოთხჯერ გაფართოვდა, რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის – საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო.

Wizz Air-მა რეგულარული რეისები ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით განაახლა, მაისიდან კი ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. ივნისიდან კი Wizz Air-ი ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს განახორციელებს.  აქთაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ქუთაისის აეროპორტში განახორციელებს.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.

 

 

 

 

13
გიორგი ვაშაძე

დღეს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

0
მმართველმა პარტიამ 16 აპრილს საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს შუამავლებმა შესთავაზეს

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.

მარტის ბოლოს თბილისს მეორედ ესტუმრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. მაგრამ მაშინ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და შუამავალი ელჩების მონაწილეობით ჩატარდება.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 16 აპრილს საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს დანიელსონმა შესთავაზა.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები >>

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელთაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ამ საკითხში მმართველი პარტია დათმობაზე უარს აცხადებს.

0