პროტესტები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ

„ნამახვანი ჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები აქტივისტების დაკავების ფონზე დაიწყო

116
(განახლებულია 15:53 04.04.2021)
რიონის ხეობაში „ნამახვანი ჰესის“ მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები განახლდა, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს მშენებლობის ტერიტორიაზე არ უშვებს

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები პროტესტის ფონზე მიმდინარეობს - პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით საპროტესტო აქციის ორი მონაწილე დააკავა, იუწყება „პირველი არხი“.

რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მათი მშენებლობა არსებული კვლევების შესწავლისა და აღაიარების შემდეგ დაიწყება, ნათქვამია „ნამახვანი ჰესის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

დღეს, კომპანია „ენკა რინიუებლზის" ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ადგილობრივ მოსახლეობას და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მერაბ ლომინაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება, ვიდრე ყველა კვლევა არ გადამოწმდება და დადასტურდება. ამის მიუხედავად, რიონის ხეობის მცველები კვლავ ინვესტორის ხეობიდან გასვლას და სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

„ახალი დირექტორი იყო ადგილზე მოსული და შეგვხვდა აქციის მონაწილეებს. მუქარის შემცველი  საუბარი ჰქონდა. მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიამ უნდა გააგრძელოს სამუშაოები, ძალიან კარგი იქნება, თუ არა და მაშინ საპოლიციო ძალებით აგვყრიან და გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

ადგილობრივებმა რამდენჯერმე სცადეს იმ ტერიტორიაზე შესვლა, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„გვაინტერესებს, ხეობაში რა სამუშაოების გაგრძელებას აპირებენ, გვინდა დავათვალიეროთ და პოლიციის ჯარი გვიდგას. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა და დასრულდეს ამ პროექტზე საუბარი. დაგვიბრუნონ ერთი ხელის მოწერით გასხვისებული მიწები“, – განაცხადა რიონის ხეობის მცხოვრებმა, სამოქალაქო აქტივისტმა მაკა სულაძემ.

რაც შეეხება აქციაზე დაკავებულ ორ პირს, შსს-ს ინფორმაციით, ორივე მათგანის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 173-ე კი — პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამცველები „ნამახვანჰესის“ წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები.

უწყების ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA-სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს – ცაგერის და წყალტუბოს. ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ის მოქალაქეებში მკვეთრ პროტესტს იწვევს. ჰესების მოწინააღმდეგეები უკვე 5 თვეზე მეტია მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. დღეს პროტესტის 161-ე დღეა. პროტესტების შედეგად ხელისუფლებამ მოსახლეობასთან მოლაპარაკების დაწყება გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხლის სამშენებლო სამუშაოები ცხრა თვით შეჩერდა და ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი.

 „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.

116
ნუცა ბუზალაძე

„მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც...“ - ნუცა ბუზალაძე გათხოვებაზე საუბრობს

4
(განახლებულია 11:36 14.04.2021)
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ფიქრობს, რომ ოჯახის შექმნისთვის ქალიც და კაციც შემდგარი პიროვნება უნდა იყოს, რადგან ეს არის მყარი ოჯახის გარანტი

ნუცა ბუზალაძე „იმედის დღეში“ მიიწვიეს იმაზე სასაუბროდ, თუ როდისაა კარგი ოჯახის შექმნა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მისი აზრით, იდეალური ოჯახი მაშინ იქმნებოდა, როდესაც ორივე ადამიანი შემდგარია პროფესიულად. ნუცა ფიქრობს, რომ გათხოვება 30 წლის ასაკის შემდეგ არის კარგი.

მომღერლის თქმით, ორივე ადამიანი უნდა იყოს შემდგარი, როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამენ, რადგან გოგონები იმის გამოც თხოვდებიან, რომ სახლი არ აქვთ და უნდათ, სადმე თავი შეაფარონ. როცა გააზრებულად დგამ ამ ნაბიჯს და იცი, რომ შენ ეს გინდა, ასეთი ოჯახები უფრო არ არის განწირული.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

„მე ძალიან დიდხანს მიყვარს გამოცდა. ზოგადად კი, მგონია, რომ საკუთარ პროფესიაზე ვარ შეყვარებული და მაგაზე ვარ გადარეული. უკვე იმდენად მისაღები გახდა ერთად ყოფნა და შეყვარებულებად ყოფნა, რომ აღარ ჩქარობენ. უკვე მშობლებისთვისაც მისაღებია, ბაბუა-ბებიებისთვისაც. ხომ არ დაკარგავენ შვილიშვილებს ამის გამო. მე, იცით, როგორი აზროვნება მაქვს? რადგან ერთხელ ვცხოვრობთ, მინდა, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ასე ფიქრობს ბევრი გოგო და ბიჭიც დღეს…“, - ამბობს მომღერალი.

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.

4
თემები:
ქართველი სელებრითები
ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა

ასე ერთობიან ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მანქანაში - რომანტიული ვიდეო

79
(განახლებულია 11:35 14.04.2021)
მას შემდეგ რაც ირაკლი მაქაცარიამ შეყვარებული გამოაჩინა, ახალი წყვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება

უამრავი ქართველი თუ უკრაინელი ქალბატონის სასურველი მამაკაცის გული დაიპყრეს. ირაკლი მაქაცარიამ ფავორიტ ქალბატონთან ერთად პირველი ფოტო რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. საჯარო პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. უახლეს ფოტოკადრს ტელესახემ თბილი წარწერაც დაურთო. „ჩემი ცხოვრების სიყვარული“- ამ ემოციური სიტყვებით იწყება წყვილის სასიყვარულო ისტორია. ირაკლი მაქაცარია მეორე ნახევარს აღარ მალავს.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

ქალბატონის ვინაობა უკვე ცნობილია. ლიზა ჩიჩუა განთქმული ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის შვილია. მისი მამა გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა- ქეთევან ასათიანი. გოგონა 19 წლისაა. წყვილს შორის 15 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები არ წყდება.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

„როგორ უხდებით ერთმანეთს. ულევი სიხარული და უზღვავი ბედნიერება თქვენ!“;  „ულამაზესი წყვილი! იბედნიერეთ და იმრავლეთ...“; „უხდებით ერთმანეთს“; „იდეალური წყვილი!“; „სულ ასეთი დახვეწილი და ლამაზი ქალი წარმომედგინა თქვენს გვერდით“- ასე ეხმაურებიან ირაკლის გულშემატკივრები ტელევარსკვლავის გაბედნიერებას.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

34 წლის ბათუმელი ბიჭი ნამდვილად სასურველი და „დიპლომიანი“ სასიძოა. ქართველი გოგონების გარდა, მთელი უკრაინა მოხიბლა საკუთარი შარმით, ქარიზმატულობით და ცეკვის ნიჭით. საინტერესო ფაქტები: საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა; უმაღლესი განათლება თბილისის კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მიიღო; სპეციალობით მარკეტოლოგია; 2013 წელს დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, რომელიც „ბოლივუდთან“ თანამშრომლობს.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

ამას გარდა პოპულარულმა ტელესახემ საიუველირო ქსელი შექმნა, რომელშიც მისი დიზაინით შექმნილი აქსესუარები იყიდება. ექსტრავაგანტული კინოპროდიუსერი ქალებზე ხშირად არ საუბრობს, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაზე. თუმცა მისი ინტერვიუები ყოველთვის მდედრობით სქესთან დაკავშირებული კითხვების თანხლებით მიმდინარეობს, რასაც მაქაცარია გვერდს ვერასდროს აუვლის.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

„33 წლის განმავლობაში სხვადასხვა გარეგნობის, ასაკის, ეროვნების მანდილოსანი მომწონებია და დავრწმუნდი იმაში, რომ არ შეიძლება ქალი ჩარჩოებში მოაქციო და თქვა, რომ მხოლოდ ქერათმიანი გოგო მოგწონს. ყველანაირი გოგოს მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს გრძნობა ან უბრალოდ სიმპათია", – აღნიშნავდა წარმატებული ტელესახე. მისი თქმით, ვულგარული ქალები არ იზიდავს, მთავარია, სექსუალობა თვალებიდან იგრძნობოდეს და არა მოკლე კაბით.

წყვილი როგორც ჩანს, ერთად დიდ დროს ატარებს. ცოტა ხნის წინ ლიზა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი, სავარაუდოდ მცხეთაში იმყოფებოდნენ და გზაში, მანქანაში მუსიკების თანხლებით ძალიან გაერთნენ.

79
თემები:
ქართველი სელებრითები